• Ƀ/$

TANAP ევროპას პირველ გაზს 2019 წლის ივნისში მიაწვდის

13 ივნისი 09:48 | ეკონომიკა

ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP), რომელიც ექსპლუატაციაში 12 ივნისს შევიდა, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდება 2019 წლის ივნისში დაიწყება.

სააგენტო „რეპორტის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.


„ენერგეტიკა არის თანამშრომლობის სფერო, და არა დაპირისპირების. TANAP – ამის თვალსაჩინო დასტურია. ჩვენი მოლოდინით, პირველ ეტაპზე გაზსადენის გამატარუნარიანობა წელიწადში 16 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს, საიდანაც 10 ევროპაში წავა. საბერძნეთის საზღვართან პირველი გაზის მიწოდება ამ მილსადენით უკვე 2019 წლის ივნისისთვის იგეგმება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.


TANAP–ის გახსნის საზეიმო ცერემონიას თურქეთის პროვინცია ესკიშერიხში 12 ივნისს თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები დაესწრდნენ. ღონისძიებას არ დაესწრო საქართველოს სამთავრობო დელეგაცია.


TANAP სიგრძე 1850 კილომეტრს შეადგენს და საქართველო–თურქეთის საზღვრიდან თურქეთ–საბერძნეთის საზღვრამდეა გაყვანილი, სადაც ის ტრანსადრიატიკულ (TAP) გაზსადენს შეუერთდება და აზერბაიჯანული გაზი იტალიამდე მიაღწევს.


TANAP–ის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 16 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, საიდანაც 6 მლრდ–ს თურქეთი მოიხმარს, ხოლო 10 მლრდ კუბური მეტრი ევროპაში გადაიტუმბება.


მსგავს თემაზე:


კავკასიაში ახალი ენერგოპროექტებისთვის თურქეთი მზად არის


საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა TANAP-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს


გაზის სამხრეთის დერეფანი საზეიმოდ გაიხსნა


იტალიის პრორუსული მთავრობა „გაზის სამხრეთის დერეფნის“ მშენებლობას აჩერებს


TAP არ არის იტალიის საშინაო საქმე, ეს საერთო ევროპული პროექტია – პასუხი იტალიის პრორუსულ მთავრობას


TANAP-ის გახსნით პოსტსაბჭოთა სივრცის ინფრასტრუქტურული გარდაქმნა ახალ ეტაპზე გადავა


 


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი