• Ƀ/$

„მერსედესმა“ ელექტრომობილ EQA-ს პროტოტიპი გვიჩვენა

16 ივნისი 13:00, 2018 წელი | კომპანიები

„მერსედეს-ბენცი“ წარმოებისთვის ელექტრომობილების მთელ კოჰორტას ამზადბს, რომელთაგან პირველი ბაზარზე უნივერსალური ქროსოვერი EQC გამოვა.

მის პარალელურად, კომპანია ასევე მუშაობს კომპაქტურ ელექტრულ ჰეჩბეკ EQA-ზე, რომლის წინასერიული პროტოტიპიც სიცილიაში გადაღებული მოკლე ვიდეო რგოლის მეშვეობით წარმოგვიდგინა.


გერმნულმა კომპანიამ, EQA-ს კონცეპტუალური ვერსია პირველად ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა და მისი მახასიათებლებიც გაგვაცნო. ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 268 ცხენის ძალაა (200 კილოვატი), მაქსიმალური მომენტი კი - თითქმის 500 ნიუტონმეტრი. მათი დახმრებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/თ სჩქარის აკრეფა დაახლოებით 5 წამში შეუძლია.


ავტომობილი აღჭურვილია ელემენტების ბლოკით, რომელიც 60 კილოვატსაათ ელექტრო ენერგიას აგროვებს. ეს კი დაახლოებით 400 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. სწრაფად დასამუხტი სისტემით, ელემენტები 10 წუთში იმ რაოდენობით ენერგიას ივსებს, რაც ავტომობილს 100 კილომეტრის გავლისთვის ჰყოფნის.


სარეკლამო ფილმში წარმოდგენილი ავტომობილი ძლიერ ჰგავს მის კონცეპტუალურ ვერსიას, რომელიც ფრანკფურტში გვიჩვენეს. თუმცა სავარაუდოდ, კონვეიერამდე ის ამ სახით არ მივა. დიდი ალბათობით, მას აღარ ექნება ის LED-ზოლები, რომლებიც სიბნელეში ლურჯად ანათებს.


„დაიმლერმა“ კომპაქტურ ელექტრულ ჰეჩბეკ EQA-ს წარმოებისთვის მომზადებაზე, 500 მილიონი ევროს ინვესტიცია გაიღო. წარმოებისთვის კომპანიის ჰამბახის (საფრანგეთი) ქარხანა მომზადდა.


სხვა სიახლეები