• Ƀ/$

ექსპორტი 5 თვეში 28%-ით გაიზარდა

13 ივნისი 11:57 | ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2018 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24.5%-ით გაიზარდა და $4.89 მლრდ-ს მიაღწია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 28%-ით $1.28 მლრდ-მდე გაიზარდა. იმპორტი კი 23.3%-ით $3.61 მლრდ-მდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-მაისში $2.33 მლრდ, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.


რაც შეეხება უშუალოდ მაისს, ექსპორტი 52%-ით 215-დან 323 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტი კი 25%-ით $803 მლნ-მდე.



საგარეო ვაჭრობი დეტალური მონაცემები 19 ივნისს გამოქვეყნდება.


 


მსგავს თემაზე:


იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება


აპრილში ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა


სხვა სიახლეები