• Ƀ/$

დააფრთხობს თუ არა „გაზპრომს“ კასპიის გაზის ევროპისკენ სვლა?

13 ივნისი 12:03 | ანალიტიკა

აზერბაიჯანი და თურქეთი ევროპამდე გაზსადენის ძაფს ჭიმავენ, რომელიც გარკვეულ კონკურენციას გაუწევს რუსულ „გაზპრომს“ და გარკვეულწილად შეცვლის კიდეც ბებერი კონტინენტის ენერგეტიკულ რუკას.

ამის შესახებ ბრიტანული BBC წერს.


თურქეთში სამშაბათს ექსპლუატაციაში შევიდა ტრანსანატოლიის მილსადენი, რომელიც $40 მლრდ–იანი „გაზის სამხრეთის დერეფნის“ შუა მონაკვეთს წარმოადგენს. იტალიამდე აზერბაიჯანული ენერგორესურსის მისაღწევად 1000–კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა დარჩა დასასრულებელი, რომელიც 2020 წლისთვის უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.


ემუქრება თუ არა ეს პროექტი რუსულ სახელმწიფო გიგანტს „გაზპრომი“, რომელიც ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის გაზის მოხმერების 40%–ს ამარაგებს?


ზეიმი რუსეთის დღეს


ამ პროექტს ევროპა კრედიტებითა და შეღავათებით უჭერს მხარს, ხოლო აშშ „გაზის სამხრეთის დერეფნის“ პოლიტიკურ ლობირებას უზრუნველყოფს. დასავლეთს იმედი აქვს, რომ ამ პროექტის წყალობით რუსულ ენერგონარკოტიგზე დამოკიდებულებას შეამცირებს.


ამჟამად ევროპა ბუნებრივ გაზს ნორვეგიიდან, რუსეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან იღებს.


მალე ამ რუკაზე ახალი მოთამაშე გამოჩნდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამშაბათს თურქეთის პროვინცია ესკიშერიხში გადაიდგა.


ღონისძიებაზე პრეზიდენტებმა ტრანსანატოლიის გაზსადენის TANAP ინაუგურაცია გამართეს, ეს ღონისძიება 12 ივნისს, კონკურენტი რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან საზეიმო – „რუსეთის დღეს“ დაემთხვა.


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მასშტაბური ცერემონია გამართა. სიმბოლური ვენტილი მასთან ერთად მოუშვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და უკრაინის პირველმა პირმა პეტრო პოროშენკომ.


უკრაინას, რომელიც „გაზპრომთან“ სამართლებრივ ომშია ჩართული, იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანულ გაზს შეიძენს, როდესაც ის ნაბუკოს მილსადენით რუმინეთს მიაღწევს.


გაზის პოლიტიკა


ამავე დროს, „გაზპრომი“ ევროპის მიმართულებით ორ გაზსადენს აშენებს, რომელთა წლიური საპროექტო გამტარუნარიანობა 70 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. ესენია „ჩრდილოეთის ნაკადი–2“ და „თურქული ნაკადი“. ამ სიმძლავრეების შექმნა უკრაინაზე არსებული ტრანზიტის 90 მლრდ–დან 10–15 მლრდ–მდე შემცირებაზეა გათვლილი.



ახადი მილი, რომელიც თურქეთ–საქართველოს საზღვრიდან თურქეთ–საბერძნეთის საზღვრამდეა გაჭიმული, 2000 კმ სიგრძისაა და ის დიდი პროექტის – „გაზის სამხრეთის დერეფანი“ – ნაწილია. პროექტის პირველი მონაკვეთი, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთამდე, უკვე 10 წელია ფუნქციონირებს, ხოლო ფინალური ეტაპი, თურქეთიდან იტალიამდე, 2020 წელს უნდა დასრულდეს.


ამ პროექტის სისრულეში მოყვანის შემდეგ პარტნიორები გეგმავენ, წელიწადში 16 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაყიდონ. აქედან 6 მლრდ–ს თურქეთი მოიხმარს, ხოლო დანარჩენ 10–ს ევროპა. 6 წლის შემდეგ კი მილსადენის სიმძლავრე გაორმაგდება.


თვით ევროპას კი იმედი აქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ მომავალში ამ მილს სხვა ქვეყნებიც მიუერთდებიან – თურქმენეთი, ირანი, ერაყი, ისრაელი და კვიპროსი – მიწოდების პოტენციალი 80–100 მლრდ–მდე გაიზრდება.


ეს უკვე საკმაოდ საგრძნობი იქნება: დღეისათვის ევროკავშირის იმპორტი 360 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, საიდანაც 160 მლრდ რუსეთზე მოდის. „გაზპრომის“ ექსპორტი, თურქეთისა და სხვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ჩათვლით კიდევ უფრო მეტია – 200 მლრდ კბ/მ წელიწადში.


ევროკავშირის არარუსული გაზით მომაგარების ზრდის პროცესს დღეს მრავალი ფაქტორი აფერხებს: კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის ჩიხში ყოფნა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და კონფლიქტი ერაყში.


ზურგში დარტყმა


სამხრეთკავკასიული გაზსადენით ბუნებრივი რესურსი 10 წელწე მეტია, რაც აზერბაიჯანის საბადოს შახ–დენიზის პირველი ფაზიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში მიედინება.


ამ უზარმაზარ საბადოს ბრიტანული ნავთობისა და გაზის გიგანტი BP ამუშავებს, თავის პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორი არიან რუსული „ლუკოილი“, მალაიზიური Petronas და ირანული NIOC.


გაზსადენის მეორე და მესამე მონაკვეთები (TANAP, TAP) შახ–დენიზის საბადოს მეორე ფაზაზეა გათვლილი.


BP გაზსადენის სამივე მონაკვეთში წილების 12%–28%–ს ფლობს. მისი ძირითადი პარტნიორები აზერბაიჯანული და თურქული სახელმწიფო ნავთობკომპანიები არიან.


რუსი პოლიტიკოსები და „გაზპრომის“ ხელმძღვანელები მუდმივად აცხადებენ, რომ გაზის სამხრეთის დერეფანი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ისიც კი დაუშვეს, რომ ამ მილსადენში საკუთარი გაზის გარკვეული მოცულობებიც გაატარონ.


TANAP-ის გახსნით გაზის სამხრეთის დერეფანმა მნიშვნელოვნად წაიწია წინ, თუმცა მაშინვე მიიღო ზურგში დარტყმა. იტალიის ახალი, პრორუსული მთავრობის ეკოლოგიის მინისტრმა სააგენტო როიტერს გასულ კვირაში უთხრა, რომ გაზის სამხრეთის დერეფნის მესამე ფაზის – TAP მშენებლობა „დღეს უაზროდ გამოიყურება“.


მსგავს თემაზე:


იტალიის პრორუსული მთავრობა „გაზის სამხრეთის დერეფნის“ მშენებლობას აჩერებს


საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა TANAP-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს


TAP-ის საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება


„გაზის სამხრეთის დერეფანი“ დამატებით $1,6 მლრდ-ს საჭიროებს


გაზის სამხრეთის დერეფანი საზეიმოდ გაიხსნა


TANAP–ის გახსნის ცერემონიის თარიღი შეიცვალა


„გაზის სამხრეთის დერეფანი“ – ევროკავშირის უალტერნატივო პრიორიტეტი


საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ივნისიდან კიდევ უფრო გაიზრდება


TANAP-ის გახსნით პოსტსაბჭოთა სივრცის ინფრასტრუქტურული გარდაქმნა ახალ ეტაპზე გადავა


ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს 2020 წლიდან მიიღებს


სხვა სიახლეები