• Ƀ/$

წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთი ივნისის ბოლომდე გაიხსნება

13 ივნისი 12:34 | ეკონომიკა

წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა, დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული გზა ივნისის ბოლომდე გაიხსნება. 

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყო და მას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. ურთულესი რელიეფის გამო მშენებლობა წელიწადზე მეტი გაგრძელდა და მისმა ღირებულებამ 25.7 მილიონ ლარს მიაღწია, მაშინ როცა გზის მონაკვეთის სიგრძე მხოლოდ 1 კილომეტრია. გამარჯვებული კონტრაქტორის გამოვლენამდე ერთი ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო ტენდერი ჩაიშალა, რადგან წარმოდგენილი წინადადებები  სატენდერო და დონორის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.


ახალ გზაზე უსაფრთხოების კომპოპონენტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება:



  • ეთდება სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. ეს მეთოდი აქამდე არ იყო საქართველოში აპრობირებული და ევროპიდან იქნა გადმოტანილი.

  • მშენებლობის პროცესში გამოკვლეული იქნა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიაზრება სეისმური ბიძგები 8 ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. მოხდა კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება.

  • მონტაჟდება წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად დაიკეტება.

  • მშენებელი კომპანია 2 წლის განმავლობაში უზრუნველჰყოფს მუდმივ ზედამხედველობას და დეფექტების არსებობის შემთხვევაში მის აღმოფხვრას.


მოსახლეობას და დამსვენებლებს დაზიანებული გზის გამო  შემოვლითი (კოჯრის) გზით სიარული უწევდათ.  სოფელ წვერის და ორბეთის ბავშვები სკოლაში მისასვლელად ჯერ ჩამოდიოდნენ კოჯრიდან თბილისში და თბილისიდან წყნეთში, მათ დაახლოებით 2 საათი სჭირდებოდათ სკოლამდე მისასვლელად.


გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, შეფერხდა ადგილობრივი ბიზნესიც. დაიხურა 4 რესტორანი, ბეთანიაში იკლო ტურისტების რაოდენობამ. პროექტის დასრულების შემდეგ, წყნეთი-ბეთანიის გზაზე დღეში დაახლოებით 1500-1700 ავტომობილი გადაადგილდება. სეზონზე აღნიშნული ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება.


2015 წლის 13 ივნისის სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება, თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი, მატარიალურმა ზარალმა კი 50 მილიონ ლარს გადააჭარბა.


მსგავს თემაზე:


კახეთში 40-მილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს


EIB–ს მიერ საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 250 მლნ ევროს გამოყოფაზე კონსულტაციები მიმდინარეობს


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი