• Ƀ/$

საქართველოს რკინიგზა და გერმანული „დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

13 ივნისი 13:07 | ეკონომიკა

საქართველოს რკინიგზამ „დოიჩე ბანთან“ ბერლინში ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას ითვალისწინებს. 

შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნების  გაძლიერებას ისახავს მიზნად.


,,ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოვებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს.“ - განაცხადა ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ალექსანდერ დოლმა.


,,მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რკინიგზა აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ, ,,დოიჩე ბანთან“ ერთად შევძლებთ მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.“ - აღნიშნა  საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ.


პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. ,,დოიჩე ბანი“ კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს ,,დოიჩე ბანის“ შვილობილი კომპანია ,,დიბი შენკერი’’ განახორციელებს.


 


მსგავს თემაზე:


საქართველო, აზერბაიჯანი და უკრაინა ირანსა და ჩინეთში ტვირთების გადაზიდვის ზრდას განიხილავენ


ბულგარეთი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზას უმიზნებს


სიახლეები მსგავს თემაზე


სხვა სიახლეები