• Ƀ/$

თბილისს 2 ახალი პარკი შეემატება

13 ივნისი 14:05 | მთავარი

თბილისში უახლოეს მომავალში ორი ახალი პარკი გაშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის  სხდომაზე განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ე.წ. დიღმის ჭალებსა და ე.წ. თემქის ხევში ახალი პარკების გასაშენებლად, სპეციალურ კვლევას ჩაატარებს.


„გვინდა, ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ. ამ მიზნით, კვლევას ვიწყებთ. კონკრეტულად, ეს არის ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება, მათ შორის, მტკვართან სიახლოვის არსებობის მხრივ. მეორე ტერიტორია კი, ე.წ. თემქის ხევია, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით, 80 000 მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და საპარკე-სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებაზე მუშაობას იწყებს, მათ შორის, თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით. მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგვიძლია, ეს პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მეორე ლოკაციად კი გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში, დაახლოებით, სამ ჰექტარზე არსებული ტერიტორია განიხილება სადაც ახალი პარკი მოეწყობა.


ამასთან, კახა კალაძემ მერის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა, რომ ქალაქში არსებული 12 დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები მომზადდეს.


„არსებული საქალაქო პარკების მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, მინდა დაგავალოთ, რომ წელს უკვე პროექტები გაამზადოთ და მომავალ წელს, 12-ვე დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პარკების კულტურა დავაბრუნოთ და ადამიანებს შევუქმნათ ისეთი კომფორტი, რომ პარკებში შესვლა სასიამოვნო იყოს. ამას საზოგადოებაც ითხოვს. არსებულ ინფრასტრუქტურას მოწესრიგება სჭირდება. რაც არ გაგვაჩნია, იმ ადგილას


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი