• Ƀ/$

მამუკა ბახტაძემ და მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

13 ივნისი 16:25 | ფინანსები

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე 13 ივნისს მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს, სრჯან დარმანოვიჩს შეხვედა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს. 

მამუკა ბახტაძემ სტუმარს ქვეყანის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა გააცნო, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო, მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.


შეხვედრაზე ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანი წინაპირობაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესების, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნა. 


მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო რეჟიმი, ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.


დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გამოიკვეთება თანამშრომლობის პერსპექტივა სხვადასხვა სექტორში.


საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მონტენეგროს დამოუკიდებლოს გამოცხადების შემდეგ, 2007 წელს დამყარდა. ამის მიუხედავად ეკონომიკური ურთიერთობები 2 ქვეყანას პრაქტიკულად არ გააჩნიათ. 2017 წელს ექსპორტმა 125 ათასი, ხოლო იმპორტმა 11 ათასი დოლარი შეადგინა.


 


მსგავს თემაზე:


მსოფლიო ბანკისა და სსფ-ის შეხვედრაზე რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებს განიხილავენ


CONSTITUENCY MEETING-ში, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას განიხილავენ


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი