• Ƀ/$

Amazon მმართველ პერსონალს რობოტებით ანაცვლებს

15 ივნისი 17:18, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ბრენდებთან გარიგებებზე მომუშავე პერსონალს Amazon რობოტებით ანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, რობოტები მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს ჩაანაცვლებენ, რომლებიც კომპანიებთან მრავალმილიონიან კონტრაქტებს მართავენ.


Bloomberg–ის წყაროების თქმით, კომპანია გუნდს, რომელიც ბრენდების მოზიდვაზე მუშაობდა, მარკეტპლეისზე მომუშავე გუნდთან აერთიანებს.


Amazon–ის ალგორითმი მიმწოდებლებს საშუალებას აძლევს მარკეტპლეისს დაუკავშირდნენ და ცოცხალ თანამშრომელთან ურთიერთობის გარეშე იმუშაონ მასთან, წერს Bloomberg.


უკანასკნელი თვეების განმავლობაში საკუთარი თანამდებობა გლობალურ კომპანიაში რამდენიმე ტოპ–მენეჯერმა დატოვა. ზოგიერთი მათგანი სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს, წერს გამოცემა. კომპანია ასევე მუშაობს პროგრამაზე Hands off the wheel, რომლის ფარგლებშიც რობოტებს გადაბართა ისეთი საქმეები, როგორიცაა მოთხოვნის ზრდის პროგნოზირება, ფასების განსაზღვრაზე მოლაპარაკებების წარმოება და სხვ.


გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ Amazon–ის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი 2015 წელს მოხდა: მაშინ მარკეტპლეისის მეშვეობით გაყიდული პროდუქციის მოცულობამ პირველად გადააჭარბა მარკეტერების ჯგუფის მიერ შესრულებულ გაყიდვებს. ბევრი ბრენდი უარს ამბობს „გამყიდველებთან“ ურთიერთობაზე და პირდაპირ მარკეტპლეისთან თანამშრმლობას არჩევენ: ასეთ შემთხვევაში ისინი თავად არეგულირებენ ფასებს, პროდუქტის გამოსახულებას და აღწერას, წერს Bloomberg.


სხვა სიახლეები