• Ƀ/$

საფინანსო ინსტიტუტების ხარჯები IT–ზე $500 მლრდ–ს მიაღწევს

15 ივნისი 17:29, 2018 წელი | ტექნოლოგიები

IT–ზე მსოფლიოს საფინანსო ინსტიუტების ხარჯები 2021 წლისთვის $500 მლრდ–ს მიაღწევს.

აღნიშნული ხარჯებიდან დაახლოებით 70%–ს სააპარატო და პროგრამული უზრუნველყოფისა და მომხსახურების მწარმოებლები მიიღებენ, ხოლო 30% შიდა ხარჯებზე წავა, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და ინტეგრაციაზე.


ასეთ პროგნოზს ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტები აკეთებენ, რომელთა აზრით, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით მსოფლიოში ფინანსური მომსახურების მწარმოებელი კომპანიების ხარჯები $440 მლრდ–სს მიაღწევს.


დღეს ყველაზე მეტს IT მიმართულებით ბანკები ხარჯავენ, რომლებზეც ამ დარგში გაწეული მთლიანი ხარჯების ნახევარზე მეტი მოდის. 


სხვა სიახლეები