• Ƀ/$

უზბეკეთის რკინიგზა ბაქო–თბილისი–ყარსით ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებზე გასვლას გეგმავს

15 ივნისი 19:04 | ეკონომიკა

უზბეკეთი ნავოი–თურქმენბაში–ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო სატრანსპორტო დერეფნის სარგებლობას გეგმავს, რომელიც ქვეყნის რკინიგზას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთს დააკავშირებს.

ამის შესახებ სააგენტო „ტრენდთან“ ინტერვიუში უზბეკეთში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუსეინ გულიევმა განაცხადა.


ელჩის თქმით, აღნიშნული სარკინიგზო სატრანზიტო დერეფნით უზბეკეთი ხმელთაშუა ზღვაზე თურქეთის პორტიდან მერსინი გავა.


ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის საზეიმო გახსნის ცერემონიაში, რომელიც 2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქოში გაიმართა, უზბეკეთის პრემიერ–მინისტრმა აბდულა არიფოვმაც მიიღო.


აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, უზყეკეთის პრეზიენტმა შავკატ მირზიოევმა დადგენილებას მოაწერა ხელი, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და საგარეო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციას ითვალისწინეს. დოკუმენტი 2018–22 წლებზეა გათვლილი.


ბაქო–თბილისი–ყარსი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამთავრობოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე აშენდა. თავდაპირველად მაგისტრალის გამტარუნარიანობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა ტვირთ და 1 მლნ მგზავრის გადაყვანას შეადგენს.


მსგავს თემაზე:


ირანი ბაქო–თბილისი–ყარსის განშტოებას ითხოვს – პროექტის მიმართ ინტერესი იზრდება


ავსტრიული ტვირთები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე გაივლის


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გასწვრივ ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება


მთავარი ამოცანა: ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვის გაზრდა


ბულგარეთი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზას უმიზნებს


სხვა სიახლეები