• Ƀ/$

სიღატაკე და დიქტატურა ლათინურ ამერიკაში

18 ივნისი 14:58, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

დიქტატურასთან და სიღარიბესთან, როგორც წესი, ადამიანებს აფრიკა და აზიის რამდენიმე სახელმწიფო ახსენდებათ, თუმცა უკეთესი ვითარება არც  ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაშია. 

კუბაზე თითქმის 60 წელია კომუნისტური დიქტატურაა დამყარებული. ფიდელ კასტროს შემდეგ სიტუაცია მცირედით გაუმჯობესდა, გარკვეულიმ დოზით კერძო საკუთრება დაიშვა, ჰავანაში აშშ-ის საელჩოც გაიხსნა, რომლის თანამშრომლებიც მოგვიანებით აკუსტიკური იარაღის ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს. საერთო ჯამში სისტემა არ შეცვლილა.



ვენესუელაში პოპულისტი და ქარიზმატული უგო ჩავესი, პოპულისტმა და არაქარიზმატულმა ნიკოლას მადურომ შეცვალა. ჰიპერინფლაციამ 24600%-საც კი გადააჭარბა.



ბოლო პერიოდში ნიკარაგუა ყურადღების მიღმა რჩება, სადაც დიქტატორული რეჟიმი და სიღატაკე კიდევ უფრო მასშტაბურია. შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე $2150-ს არ აღემატება და ამ მაჩვენებლით სუდანს, ნიგერიასა და სვაზილენდსაც ჩამორჩება. საპროტესტო აქციებს რომელიც აპრი;ში დაიწყო ქვეყნის მმართველმა დანიელ ორტეგამ ცეცხლის გახსნით უპასუხა, რასაც მინიმუმ 146 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით სხვა კი დაიჭრა.



აღსანიშნავია, რომ სამივე სახელმწიფო რუსულ გავლენას განიცდის და რუსული ორბიტის ნაწილად განიხილება. აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნებაზე ტრადიცულად სამივე სახელმწიფო საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ხმას, მათგან ორმა ნიკარაგუამ და ვენესუელამ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 2008 წელს ცნო.


 


მსგავს თემაზე:


"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


ვენესუელაში ბანკნოტებისგან ჩანთებსა და სუვენირებს ამზადებენ


სხვა სიახლეები