• Ƀ/$

საქართველოში პირველი დრონი დარეგისტრირდა

18 ივნისი 18:04, 2018 წელი | ტექნოლოგიები

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი “დრონი" დაარეგისტრირა. 

DJI Hexa Copter Matrice 600 ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ფიზიკური პირია, რომელიც “დრონის" მეშვეობით საჰაერო ფოტოგადაღებას და სააგენტოს თანხმობით ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა სახის საგნების გადატანას ახორციელებს. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდი მრავალფუნქციური დანიშნულებისაა და პროფესიული საჰაერო ფოტოგადაღების გარდა, სხვადასხვა სახის ინდუსტრიაში გამოიყენება.  „დრონის“ მაქსიმალური ასაფრენი მასა საშუალოდ 15.5 კილოგრამია, რა დროსაც მას 6 კილოგრამი წონის სპეციალური სასარგებლო ტვირთის გადატანის უნარი გააჩნია. პირველ რეგისტრირებულ უპილოტო საჰაერო ხომალდს სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი -GE-001 მიენიჭა.


 უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას. ხომალდი რეგისტრირდება იურიდიული პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი.


 უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:



  •      განაცხადი;

  •      რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  •      პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია);

  •      ტექნიკური და საფრენოსნო მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტები.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის მოთხოვნები 2017 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში.


 


მსგავს თემაზე:


დრონები ეკოლოგიურ გარემოს გააუმჯობესებენ


DARPA-ს დრონების არმიას საბრძოლო თვითმფრინავიდან გააკონტროლებენ


სხვა სიახლეები