• Ƀ/$

მშპ I კვარტალში 5.3%-ით გაიზარდა

19 ივნისი 11:51, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოში მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2018 წლის პირველ კვარტალში 9.15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.3%-ით აღემატება. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

1 კვარტალში მშპ 1 სულ მოსახლეზე 2235-დან 2453 ლარამდე გაიზარდა, დოლარებში გამოხატული კი $859-დან $987-მდე.


ეკონომიკური ზრდის ტემპი სხვადასხვა დარგებს შორის ტრადიციულად არათანაბარი იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი 2.2%-ით შემცირდა, სამთომოპოვებითი მრეწველობა კი 11.4%-ით გაიზარდა, კავშირგაბმულობა 0.3%-ით შემცირდა, სასტუმროებმა და რესტორნებმა კი 10.9%-იანი ზრდა აჩვენა. ჯანდაცვის ხარჯები 2.8%-ით გაიზარდა, მშენებლობის კი 8.7%-ით.


ეკონომიკაში ყველაზე დიდი 16.9%-იანი წილი ვაჭრობის სფეროს უკავია, რასაც 16.6%-ით მრეწველობა და 10.3%-ით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა მოსდევს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.5%-იან ზრდაზეა გათვლილი, იმდენივეს ვარაუდობს EBRD-ც. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 5.5% კი ბოლო 6 წლის რეკორდული მაშვენებელია.


მსგავს თემაზე:


აპრილში ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა


ექსპორტი 4 თვეში 22%-ით გაიზარდა


სხვა სიახლეები