• Ƀ/$

თბილისის მერია შეჩერებული მშენებლობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს

20 ივნისი 11:48, 2018 წელი | ეკონომიკა

დედაქალაქის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და კონკრეტული გეგმის წარმოდგენა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა. 

„მე მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან  და არის სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ, მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისი თქმით, ასეთი შენობა-ნაგებობები ყველა რაიონშია და გარდა იმისა, რომ დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს, ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული.


ზოგიერთი მშენებლობა აგვისტოს ომის მერე შეჩერებულია, თუმცა ტროტუარი მაინც შემოღობილია და ქვეითებს სამანქანო გზაზე უწევთ სიარული, რაც თავისთავად საფრთხის შემცველია. კითხვებს აჩენს აღნიშნული შენობების მდგრადობაც.


 


მსგავს თემაზე:


თბილისს 2 ახალი პარკი შეემატება


ვარკეთილის ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება


სხვა სიახლეები