• Ƀ/$

სტამბოლის მესამე აეროპორტიდან პირველი ფრენა 21 ივნისს შესრულდება

20 ივნისი 19:58, 2018 წელი | ეკონომიკა

სტამბოლის რიგით მესამე და მსოფლიოში უდიდესი აეროპორტიდან პირველი ავიარეისი 21 ივნისს შესრულდება. თვითმფრინავის ბორტზე ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და პრემიერი ბინალი ილდირიმი ავლენ.

სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობა უდიდეს წამოწყებადაა შეფასებული თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში.


დღეისათვის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია.


დღე–ღამეში 3500 ავიარეისის გამტარუნარიანობის აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონია რესუბლიკის დღეს – 29 ოქტომბერსაა დაგეგმილი.


აეროპორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 42 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.


მსგავს თემაზე:


ათათურქის აეროპოტრი მხოლოდ უმაღლესი რანგის პირების თვითმფრინავებს მოემსახურება


სხვა სიახლეები