• Ƀ/$

გენეტიკურ დონეზე მკურნალობა სიმსივნეს დაამარცხებს

23 ივნისი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა ბოლო 1 საუკუნეში 20-25 წლით გაიზარდა. ტუბერკულიოზი, ტიფი და სხვა უამრავი დაავადება დამარცხებულია, თუმცა სიმსივნე ამჟამადაც ხდება წელიწადში 8-10 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. 

მეცნიერები და მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებიდან პირობას დებენ, რომ მალე სიმსივნეც განკურნებადი გახდება. აქცენტი გენეტიკურ დონეზე მკურნალობაზე კეთდება რომლის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ სიმსივნის დამარცხება.



შეთქმულების თეორიის მომხრეთა აზრით კიბოს წამალი დიდი ხანია არსებობს და მას არ აჩენენ პლანეტის მოსახლეობის ზრდა რომ შეანელონ. მათი ინფორმაციით აღნიშნული წამალი მხოლოდ ერთეულ პირთათვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა ამ „ერთეულთა სიაში“ ვერ მოხვდა მილიარდელი და Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი, რომელიც 2011 წლის 5 ოქტომბერს სწორედ სიმსივნის მიზეზით გარდაიცვალა.


სიმსივნის მკურნალობის მიმართულებით ბოლო რამდენიმე ათწლეულში რეალური ნაბიჯები გადაიდგა. მის ადრეულ სტადიაში (პირველი ან მეორე) აღმოჩენის შემთხვევაში დაავადება სასიკვდილო აღარაა, ნაწილობრივ მკურნალობას მესამე სტადიაც ექვემდებარება, თუმცა საჭიროა გაცილებით მეტი ფინანსები, დრო და ორგანიზმის შინაგანი იმუნიტეტი.


ქიმიოთერაპიის უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ დაავადებულთან ერთად ჯანმრთელი უჯრედებიც ნადგურდება, რომელთა დიდი ნაწილიც აღდგენას აღარ ექვემდებარება. დნმ-ისა და მოლეკულურ დონეზე მკურნალობა კი სწორედ მიზნობრივად დაავადებული უჯრედების განადგურებას გულისხმობს.



გენეტიკურ დონეზე მკურნალობაზე მუშაობა 20 წლის წინ დაიწყო. მკვლევარები მასაჩუსეტიდან იუწყებიან, რომ შედეგი უკვე ახლოსაა. სხვადასხვა ორგანოს სიმსივნე და ლეიკემია უკურნებელი დაავადებათა სიიდან ამოღებულ იქნება.


საბოლოოდ დამარცხებამდე ონკოლოგიური დაავადებები წელიწადში 10 მილიონამდე ადამიანს იწირავს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ სიკვდილიანობის მიზეზით მეორე ადგილს იკავებს.


ოპტიმისტური განწყობის მიზეზი წარსულის გამოცდილებაც ხდება. „ისპანკამ“ 1918-1920 წლებში, მხოლოდ 2 წელიწადში, 20 მილიონი ადამინის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ როცა პირველ მსოფლიო ომს 4 წლის მანძილზე 1914-1918, 2-ჯერ უფრო ცოტა 10 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.  უფრო ადრე XIV საუკუნეში „შავი ჭირი“ ევროპაში 60 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, რაც კონდინეტის იმდროინდელი მოსახლეობის 25%-ს აღემატებოდა. ეპიდემიის და მითუმეტეს პანდემიის სახით დღეს ეს დაავადებები აღარ გვხდება, მაგრამ ორივე განკურნებადია.


მეცნიერული მიღწევებს ეკონომიკური კეთილდღობის გარეშე ჩრდილი ადგება, გარდა იმისა, რომ მილიარდზე მეტ ადამიანს არ შეუძლია ძვირადღირებული მკურნალობის კურსის გავლა იმ შემთხვევაშიც კი თუ იცის რომ ალტერნატივა სიკვდილია, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანის იმუნიტეტი იმდენად დასუსტებულია, რომ არათუ სიმსივნე ჩვეულებრივი გრიპიც კი ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება. ეკონომიკურ მდგომარეობას კი ყველაზე მეტად მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება აუმჯობესებს რაც გასული 2 საუკუნის მანძილზე სავსებით დადასტურდა.


 


მსგავს თემაზე:


„თხევადი ბიოპსია“ – დიდი ნახტომი კიბოს დიაგნოსტიკაში


ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოთი 14 მილიონი კაცი ავადდება და 8 200 000 კვდება!


სხვა სიახლეები