• Ƀ/$

Amazon-მა Alexa-ს სასტუმროებისთვის განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა

21 ივნისი 12:29, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Amazon-მა ხმოვანი დამხმარე Alexa-ს განსაკუთრებული ვერსია – Alexa for Hospitality წარმოადგინა, რომელიც სასტუმროების ნომრებში, გასაქირავებელ სახლებში და სასტუმროს ტიპის სხვა ობიექტებში იმუშავებს.

Alexa-ს ეს მოწყობილობა სპეციალურ მოქმედებებს შეასრულებს როგორც მომსახურე პერსონალისთვის, ისე სტუმრებისთვის. Amazon–ში ირწმუნებიან, რომ Alexa for Hospitality პროფესიონალებს ხმოვანი მართვის მეშვეობით კლიენტებთან ურთიერთქმედების გაღრმავების საშუალებას მისცემს.


სტუმრები ხმოვანი დამხმარის მეშვეობით შეეძლებათ სერვისების შეკვეთა, სასურველი კითხვების დასმა, „ჭკვიანი“ ტექნიკის მართვა და სხვა.


მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ ხმოვან დამხმარესთან Amazon-ის საკუთარი ანგარიშიდან დაკავშირება და სასურველი, უკვე შეძენილი მუსიკის ან აუდიოწიგნების მოსმენა. სტუმრის მიერ სასტუმროს დატოვებისთანავე Alexa-ში მათი ანგარიში გაითიშება.


მოწყობილობაზე გათვალისწინებულია კონფიდენციალობის საკითხიც, რაც გულისხმობს, რომ ხმოვანი ჩატაწერები ყოველდღიურად წაიშლება, ხოლო სასტუმროს მენეჯმ ენტი ვერ მოისმენს Alexa-ს რეაქციებს მომხმარებელთა კითხვებზე.


სხვა სიახლეები