• Ƀ/$

საქართველო ქვეყნის ბიზნეს–ატმოსფეროს გაუმჯობესებას გეგმავს

22 ივნისი 16:56, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ქვეყანაში ბლოკჩეინის სისტემების დანერგვაში საქართველო ლიდერებს შორისაა, განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა.

ეს განცხადება დეპარტამენტის უფროსმა, სააგენტო Report-ის ცენობით, ბაქოში მიმდინარე სესიაზე Reform initiatives in the CAMCA region სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


მისივე თქმით, საქართველო არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს, რათა ის უფრო მიმზიდველი გახდეს.


„ამისათვივს ჩვენ ვებრძვით გადამეტებულ ბიუროკრატიას და კორუფციას“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.


მისი თქმით, მიმდინარე პროცესები ციფრული სფეროს განვითარებასაც დააჩქარებს, რაც, თავის მხრივ, ყველა მიმართულებით ქმედებების გამჭვირვალობას, ტრანსფარენტულობას უზრუნველყოფს.


სხვა სიახლეები