• Ƀ/$

თურქმენული გაზის საქართველოზე ტრანზიტის შანსი გაჩნდა

23 ივნისი 10:53 | ეკონომიკა

კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციის პროექტი, რომელიც რუსეთის მთავრობამ პარასკევს გამოაქვეყნა, კასპიისპირა ქვეყნებს წყალქვეშა მილსადენების გაყვანის უფლებას აძლევს.

კონვენციის პროექტი რუსეთის ფედერაციის მთავრობამ პრეზიდენტს პარასკევსვე წარუდგინა, ხოლო თავად პროექტი კრემლის სამართლებრივი ინფორმაციიის პორტალზე აიტვირთა.


კასპიის ზღვაზე ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ტრანსკასპიური გაზსადენი მიიჩნევა, რომელიც თურქმენეთიდან ბუნებრივ გაზს აზერბაიხჯანის სანაპირომდე გადატუმბავს. აქედან კი საქართველოსა და თურქეთის გავლით, „გაზის სამხრეთის დერეფნით, ევროპამდე მიაღწევს.


ტრანსკასპიური გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 30 მლრდ კბ/მ გაზს შეადგენს, მისი სიგრძე – 300 კილომეტრია, ხოლო პროექტის ღირებულება $5 მლრდს აღწევს.


„მხარეებს კასპიის ზღვის ფსკერზე შეუძლიათ წყალქვეშა გამტარებისა და მილსადენების გაყვანა“, – ნათქვამია კონვენციის მე–14 პუნქტში. ამასთან, ტექსტში მინიშნებულია, რომ ასეთი პროექტები შესაბამისობაში უნდა იყოს ეკოლოგიის სტანდარტებთან დაკავშირებულ ნორმებთან.


კონვენციის პროექტის თანახმად, ქვეყანამ, რომელსაც მილსადენი გაჰყავს, კონვენციის სხვა მონაწილეებს უნდა მიაწოდოს კოორდინატები, თუ სად გადის გამტარები თუ მილსადენები და სად იკრძალება წყალკვეშა სამუშაოების წარმოება.


კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი დღის წესრიგში სსრკ–ის დაშლის შემდეგ დადგა, როდესაც საერთაშორისო სამართლის ახალი სუბიექტები – აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი გაჩნდნენ.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი