• Ƀ/$

ტრამპი მიგრანტთა დეპორტაციას სასამართლოს გვერდის ავლით ითხოვს

25 ივნისი 12:06, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას აგრძელებს და აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, სასამართლოს გარეშე დეპორტაციას უნდა დაექვემდებარონ. 

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის განცხადება ოპოზიციამ და უფლებადამცველთა ჯგუფებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მათი განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება გარდა იმისა რომ ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს არღვევს ასევე ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების კონსტიტუციას.


ტრამპი კი თავის მხრივ აცხადებს რომ მიგრანტების მხრიდან ქვეყანაში შეჭრას ვერ დაუშვებს და მათ უკან საკუთარ სამშობლოში დააბრუნებს. პრეზიდენტის განცხადებით გადაწყვეტილებას საფუძვლად აშშ-ის უსაფრთხოების დაცვა უდევს.


ტრამპის აღნიშნული პოზიცია უცხო არ არის. სატარიფო პოლიტიკის ცვლილებასთან და გადასახადების შემცირებასთან ერთად, გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკა მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.


 


მსგავს თემაზე:


ტრამპი პუტინს ივლისში შეხვდება


სავაჭრო ომი DOW JONES-ის ინდექსს ამცირებს


სხვა სიახლეები