• Ƀ/$

გერმანიის ავტობანზე უპილოტო სატვირთოები დღეში სამ რეისს შეასრულებენ

25 ივნისი 18:12, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ბავარიაში მსოფლიოში პირვევლი პროექტი იწყება, რომელშიც უპილოტო სატვირთოები ჩაერთვებიან. მიუნხენი-ნიურნბერგის ავტობანზე კომპიუტერით მართვადი დიდი მანქანები დღეში სამ რეისს შეასრულებენ.

ავტობანზე A9 უპილოტო ტვირთმზიდები ლოგისტიკური კომპანიის Schenker შვილობილი გერმანული სარკინიგზო კონცერნის Deutsche Bahn ტვირთებს გადაზიდავენ.


პროექტი ორშაბათს, 25 ივნისს გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა ანდრეას შოიერმა, საავტომობილო კონცერნის MAN ხელმძღვანელმა იოაჰიმ დრეზმა, Deutsche Bahn–ის პირველმა პირებმა ალეკსანდერ დოლმა და საბინა იეშკემ გახსნას.


პროექტი დღეს უპრეცენდენტოა მსოთლიოში, ის ავტოკოლონის გადაადგილებას მხოლოდ ერთი მძღოლის მეშვეობით უზრუნველყოფს. მძღოლის მიერ მართვადი მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილიდან 15 მეტრის დისტანციით იმოძრავებს კომპიუტერის მიერ მართვადი მეორე სატვირთო მანქანა.


უსაფრთხო და რენტაბელური გადაზიდვები


გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის ანდრეას შოიერის თქმით, ეს მეთოდი ტვირთების გადაზიდვას უფრო უსაფრთხოსა და რენტაბელურს გახდის. ასევე შემცირდება გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი. წინა მანქანის მიერ გაჭრილ ჰაერის ნაკადში მოძრაობა მომდევნო მანქანის საწვავის ხარჯს 10%–ით ამცირებს, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 კილომეტრზე დაახლოებით 3 ლიტრი დიზელის საწვავი დაიზოგება.


სხვა სიახლეები