• Ƀ/$

პოლონეთი საქართველოს გავლით ჩინეთთან სარკინიგზო კომუნიკაციას ტესტავს

26 ივნისი 12:01, 2018 წელი | ეკონომიკა

პოლონურმა კომპანიამ PKP LHS ჩინეთთან ახალი სარკინიგზო მარშრუტის ტესტირება დაიწყო, რომელიც უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ტერიტორიებს გაივლის.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სატრანსპორტო სტრატეგიების ცენტრი ავრცელებს.


სლავკუვის ევროტერმინალიდან, რომელიც PKP LHS–ს ეკუთვნის, საცდელი კონტეინერი გაიგზავნა ჩინეთში. ცისქვეშეთისკენ მიმავალი ტვირთი ტრანსკავკასიურ და სტრანსკასპიურ მაგისტრალებს გაივლის უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზებზე.


„ჩვენ ვირჩევთ მარშრუტს, რომელიც გაცილებით მოკლეა, ვიდრე საზღვაო და ბევრად იაფი, ვიდრე ავიაგადაზიდვები. ის აკმაყოფილებს ექსპედიროებისა და ოპერატორების მოთხოვნებს, რომელთაც ხანგრძლივი საზღვაო მარშრუტის თავიდან აცილება, რიგების გვერდის ავლა აზიის პორტებში, საზღვრების ადვილად გადაკვეთა და ტვირთების მიწოდების უზრუნველყოფა სურთ“, – განაცხადა PKP LHS–ის ხელმძღვანელმა ზბიგნევ ტრაჩიხლებმა.


საცდელი კონტეინერის გაშვება ავსტრიული კომპანიის Far East Land Bridge (რუსული კომპანიის „რჟდ ლოგისტიკა“ შვილობილი) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტისა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის პირობების დეტალები უცნობია.


მანამდე PKP LHS–მა საცდელი კონტეინერი ირანში გადატვირთა. პოლონეთიდან ირანამდე, უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით კონტეინერის ტრანსპორტირებას 9 დღე–ღამე დასჭირდა, ხოლო უკუმიმართულებით – 13 დღე–ღამე.


მსგავს თემაზე:


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა კომერციულმა სატვირთომ გაიარა


ირანი ბაქო–თბილისი–ყარსის განშტოებას ითხოვს – პროექტის მიმართ ინტერესი იზრდება


თურქი მინისტრი ბაქო–თბილისი–ყარსის უდიდეს პოტენციალს უწინასწარმეტყველებს


ავსტრიული ტვირთები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე გაივლის


მთავარი ამოცანა: ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვის გაზრდა


ბულგარეთი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზას უმიზნებს


უზბეკეთის რკინიგზა ბაქო–თბილისი–ყარსით ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებზე გასვლას გეგმავს


სხვა სიახლეები