• Ƀ/$

ახალმა მინიატურულმა კომპიუტერმა ზომით IBM-ის რეკორდი 10–ჯერ გააუმჯობესა

30 ივნისი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა საზოგადოებას მინისტურული კომპიუტერი წარუდგინეს. ფოტოგამოსახულებაზე ჩანს, რომ ახალი კომპიუტერი ბრინჯის მარცვალზე ბევრად პატარაა.

გაჯეტის მოცულობა 0,04 კუბური მილიმეტრია, რაც თითქმის 10–ჯერ ნაკლებია IBM-ის რეკორდულ მიღწევაზე.


ჩიპს ინფორმაციის მიღება–გადაცემა, მისი კონტროლი და ანალიზი შეუძლია. მეცნიერების აზრით, სიახლე მედიცინასა და სხვა დარგებში დაინერგება.


მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელი იქნება ბიოქიმიურ პროცესებზე, ნავთობის მარაგებზე დაკვირვება, ავდიო–ვიზუალური დაწკვირვების წარმოება.


მანამდე, 19 მარტს, თავისი მინისტურული კომპიუტერი წარმოადგინა IBM-მა, რომლის ფართობიც 1 კვადრატული მილიმეტრია.


სხვა სიახლეები