• Ƀ/$

"დელტამ" საკუთარი პროდუქცია პარიზის სამხედრო გამოფენაზე წარადგინა

26 ივნისი 17:26, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია იქნა წამოდგენილი.

11-15 ივნისს პარიზში მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „ევროსატორი 2018 გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თავდაცვითი მრეწველობის 1800 ზე მეტმა კომპანიამ მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. გამოფენას 227 ოფიციალური დელეგაცია, ჯამში 58 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო.


სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე  ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარმოადგინა.


წარმოდგენილ ნიმუშებს შორის იყო: მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ოპტიკურ-ელექტრონული სენსორული ბლოკით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, ჯავშანჟილეტები MK-1 და MK-2, ჯავშანჩაფხუტები, 12,7 მმ კალიბრის ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული უნიფიცირებული დისტანციური მართვის მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.


ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლის და ოფიციალური წარმომადგენლობების ყურადღება მიიქცია. დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა  Army Recognition World Defense & Security News და Army Guide.


განსაკუთრებული დაინტერესება უხმაურო ნაღმმტყორცნმა GNM-60, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკმა გამოიწვია.


 


მსგავს თემაზე:


საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოება იწყება


„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს


სხვა სიახლეები