• Ƀ/$

გერმანელები კოსმოსში ათვისებისთვის ემზადებიან – ჯერ მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივით

26 ივნისი 18:02, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

გერმანიის მრეწველობის ფედერალური გაერთიანება (BDI) ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში მიიღოს კანონი კოსმოსის კომერციული სივრცისა და იქ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ.

„თუ გერმანიას სურს შეინარჩუნოს და განამტკიცოს თავისი წამყვანი პოზიციები ავიაციისა და ასტრონავტიკის დარგებში, ფედერალურმა მთავრობამ სწრაფად უნდა განახორციელოს კოალიციურ შეთანხმებაში დასახული გეგმა – მიიღოს კოსმოსის შესახებ კანონი, რომელიც განსაკუთრებულ თავს შეიცავს კოსმოსური საბადოების ათვისებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია BDI–ს საპროგრამო დოკუმენტში, რომელიც სამშაბათს, 26 ივნისს ბერლინში გშამოქვეყნდა.


BDI–ში აღნიშნავენ, რომ კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება წორეული მომავლის საქმეა, მაგრამ დაახლოებით 20–მა ქვეყანამ უკვე მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც კოსმოსის ათვისებას ეხება. მათ შორის წამყვანი კოსმოსური სახელმწიფოებია: აშშ, რუსეთის ფედერაცია, ფინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, შვედეთი, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პერუ და მონღოლეთი.


სხვა სიახლეები