• Ƀ/$

იუპიტერის თანამგზავრი "ევროპა" დედამიწაზე 66.7-ჯერ პატარაა თუმცა მასზე 3-ჯერ მეტი წყალია

30 ივნისი 13:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

დედამიწის ზედაპირის 71% წყლითაა დაფარული. წყნარ ოკეანეში ევერსტი ისე ჩაიდგმება რომ მწვერვალს ზემოდან 2.1 კილომეტრის წყალი დაფარავს, მაგრამ რეალურად მზის სისტემაში ყველაზე მეტი წყალი მაინც იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზეა. 

ევროპის ზედაპირის ფართობის დედამიწისაზე 16.39-ჯერ ნაკლებია და მხოლოდ 6.1%-ს შეადგენს, მოცულობა კი მხოლოდ 0.015% დედამიწის მოცულობაზე 66.7-ჯერ ნაკლებია. განსხვავება კიდევ უფრო დიდია მასებს შორის. მოცულობით 66.7-ჯერ პატარა ციურ სხეულს 125-ჯერ მცირე მასა აქვს. მიზეზი მისი შემადგენლობაა. ევროპაში კლდოვან ფენაზე 5.5-ჯერ მსუბუქ წყალს გაცილებით დიდი პროცენტული წილი უკავია. საშუალო სიმკვრივე 3 გრაამია სანტიმეტრ კუბთან. იგივე მაჩვენებელი დედამიწაზე 5.5 გრამია


დედამიწაზე წყლის ჯამური მოცულობა 1.34 მილიარდ კუბურ კილომეტრს შეადგენს, რაც პლანეტის მოცულობის 0.12%-ს უდრის. ევროპაზე კი წყალი თითქმის 3-ჯერ მეტია, რაც მისი მოცულობის 24%-ს აღწევს. წყლის საფარის სისქე ზოგიერთ რეგიონში 100 კმ-ს აღწევს მარიანის ღმულთან შედარებით 9-ჯერ მეტს. ყინული მხოლოდ ზედაპირზეა, მის ქვეშ წყალს თხევად მდგომარეობაში მოისაზრებენ რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გრავიტაციული დეფორმაციაა. პროპორციები კი დაახლოებით ისეთია როგორიც სურათზე ჩანს.



ასტრონომთა და ბიოლოგთა დიდი უმრავლესობა თანხმდება, რომ არათუ დედამიწაზე მთელ სამყაროშიც წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამ ფაქტის გათვალისწინებით მზის სისტემაში ევროპა ერთ-ერთია იმ ობიექტთა შორის რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს, უფრო მეტიც მარსზე სიცოცხლის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა დადასტურდეს, რომ ის დედამიწიდან გაგზავნილი ზონდის მეშვეობით არ მოხვდა იქ. იუპიტერის თანამგზავრს რამდენიმე ზონდმა ახლო მანძილიდან ჩაუფრინა, თუმცა მის ზედაპირზე ჯერჯერობით მისია არ განხორციელებულა და ის 20-იანი წლებისთვისაა დაგეგმილი.


ევროპამ კაცობრიობას დიდი სამსახური ჯერ კიდევ 4 საუკუნის წინ გაუწია. როდესაც გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის მთვარეები, მათ შორის ევროპა. გალილეიმ შეამჩნია, რომ ისინი იუპიტერის გარშემო ბრუნავდნენ, იქამდე გავრცელებული გეოცენტრული მოდელი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი დედამიწის გარშემო ბრუნავდა, მაგრამ აღმოჩნდა მინიმუმ 1 ციური სხეული რომლის გარშემოც ბრუნავდნენ სხვა ობიექტები. სულ მალე სამყაროზე წარმოდგენა კარდინალურად შეიცვალა.


რაც შეეხება ევროპის სხვა მახასიათებლებს, ბუნებრივი თანამგზავრი იუპიტერიდან 665 000 კილომეტრითაა დაშორებული. დედამიწიდან უახლოესი მანძილი კი 590 მილიონი კილომეტრია, თითქმის 10-ჯერ მეტი მარსიდან უახლოეს მანძილთან შედარებით. ორბიტალური სიჩქარე 13.74 კმ/წმ-ს შეადგენს, ორბიტალური პერიოდი 181 დღეს. გრავიტაცია დედამიწის მხოლოდ 13%, მოწყვეტის სიჩქარე 2.02 კმ/წმ. ზედაპირის საშუალო ტემპერატურა კი -170 გრადუსი ცელსიუსი.


 


მსგავს თემაზე:


რა უშლის ხელს არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას და როდის დამყარდება მათთან პირველი კონტაქტი


სამყაროს მასშტაბები, სამყარო ბევრად უფრო დიდია დედამიწაზე, ვიდრე დედამიწა მალარიის გადამტან კოღოზე


მსგავს თემაზე:

ჯეიმს ვების ტელესკოპს კოსმოსში 2020 წელს გაუშვებენ


მასკმა მარსზე გასაგზავნი ხომალდის ნაწილის ფოტო გამოაქვეყნა


კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


კოსმოსურმა სადგურმა ასტრონავტ სკოტ კელის გენეტიკა შეუცვალა



სხვა სიახლეები