• Ƀ/$

პოლონეთი რუსულ გაზს ამერიკულით ანაცვლებს

27 ივნისი 13:49, 2018 წელი | ეკონომიკა

პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიამ PGNiG ამერიკულ ფირმებთან Venture Global LNG და Port Arthur LNG ვაშინგტონში 20-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ამერიკული გაზის მიწოდებაზე.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პოლონეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება.


პოლონეთი აშშ–დან 2023 წლიდან ყოველწლიურად 2 მლნ ტონა გათხევადებულ ბუნებრივ გაზს მიიღებს, რომლის მოცულობა, აირად გადამუშავების შემდეგ, 5,5 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.


PGNiG–ში აღნიშნეს, რომ ამერიკული გაზის შეძენა პოლონეთს ენერგორესურსების იმპორტის დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს მას შემდეგ, რაც რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტს ვადა გაუვა (2022 წლიდან). PGNiG–ს ამერიკული გაზის გადაყიდვაც შეეძლება.


მსგავს თემაზე:


ლიტვამ აშშ–თან გათხევადებული გაზის მისაღებად ახალი კონტრაქტი გააფორმა


გერმანია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს


„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ ქვეყნებს ვაშინგტონი სანქციებით ემუქრება


BP აშშ–ში 40 მლნ ტონა გათხევადებულ გაზს შეიძენს


სხვა სიახლეები