• Ƀ/$

აზერბაიჯანში სიგარეტზე სააქციზო გადასახადი გაიზარდა

27 ივნისი 14:40, 2018 წელი | ეკონომიკა

აზერბაიჯანმა ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებულ სიგარებსა და სიგარეტებზე სააქციზო გადასახადი გაზარდა.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა, ათას ღერ სიგარაზე აქციზის მოცულობა 20 მანათი (28,8 ლარი) გახდა, ნაცვლად მანამდე არსებული 10 მანათისა (14,4 ლარი).


ცვლილებების თანახმად, ყოველ ათას ღერ სიგარეტზე სააქციზო გადასახადი 12 მანათი (17,28 ლარი) გახდა, ნაცვლად არსებული 4 მანათისა (5,76 ლარი).


საკანონმდებლო ცვლილებები 1–ლი ივლისიდან შევა ძალაში.


სხვა სიახლეები