• Ƀ/$

ჩინეთი სავაჭრო ომში თავდაცვით პოზიციაზე უნდა დარჩეს

27 ივნისი 17:04, 2018 წელი | ანალიტიკა

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზეთი „გლოუბლ ტაიმსი“ წერს, რომ ამერიკული გაზრდილი ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთმა თავდაცვითი პოზიცია“ უნდა დაიკავოს.

ამისათვის საჭიროა, რომ სახელმწიფომ დაიწყოს იმ კომპანიების და ინსტიტუციების სუბსიდირება, რომლებსაც ამერიკული ტარიფები შეეხება.

ტაბლოიდი ხაზს უსვამს, რომ „ტრამპის უსამართლო სავაჭრო ომი“ განსაკუთრებით ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს დააზარალებს. ვაშინგტონი ამჟამად ახალ წესებს ამზადებს, რომლებიც ჩინურ და უცხოურ კომპანიებს, ამერიკულ ტექნოლოგიური კომპანიების წილზე წვდომას შეუზღუდავს. ტრამპი ამბობს, რომ შეზღუდვა არამხოლოდ ჩინურ კომპანიებზე გავრცელდება.

აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინეთი უკანონოდ ეუფლება ამერიკულ ინტელექტუალურ საკუთრებას, რისთვისაც ერთობლივი საწარმოებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, უსამართლო ლიცენზირებას და ტექნოლოგიური ფირმების სრული ან ნაწილობრივი წილის, სახელმწიფოს მიერ ფინანსურად მხარდაჭერილ შესყიდვებს იყენებს.

ყველა ამ ბრალდებას ჩინეთი უარყოფს და თავის ბაზარს უცხოური კომპანიებისთვის კიდევ უფრო მეტად ხსნის. „გლოუბლ ტაიმსი“ თვლის, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, სახელმწიფომ WTO-ს (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) მოთხოვნების ფარგლებში, სუბსიდიებით მხარი უნდა დაუჭიროს ჩინურ კომპანიებს და მათ შეღავათებიც უნდა დაუწესოს. „ტექნოლოგიური ინდუსტრია ის სფეროა, რომელში მომუშავე ჩინურ კომპანიებსაც, ტრამპის მიერ წამოწყებული შეტევის მოსაგერიებლად, სახელმწიფოსგან დახმარება დასჭირდება“, - წერს ტაბლოიდი.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მფლობელობაშია, ტაბლოიდის მოსაზრება, ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას ყოველთვის არ ემთხვევა. თუმცა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთმა უნდა შეაფასოს ის ზეგავლენა, რასაც ამერიკული შეზღუდვები, ჩინურ კომპანიებზე იქონიებს.

ჩინური სახელმწიფო გამოცემა „ჩაინა დეილი“ წერს, რომ ამერიკული მრეწველობისთვის და მასში დასაქმებულებისთვის, ტრამპის ქმედებები „მტკივნეული“ იქნება, რადგან დაირღვევა მომარაგების ძველი სქემები, რომლებიც მიმწოდებლებისთვისაც და შემკვეთებისთვისაც სასარგებლო იყო.

მსგავს თემაზე:

აშშ ჩინეთს სტრატეგიულ ტექნოლოგიებზე წვდომას უზღუდავს

მსოფლიო ბაზრები სავაჭრო ომის მოლოდინში რჩებიან

ტრამპი ჩინურ საქონელზე საჯარიმო გადასახადს აწესებს

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის საფრთხე მსოფლიო ბაზრების დღის წესრიგიდან არ ჩამოდის

„ყველა ერთის წინააღმდეგ“ – სავაჭრო ომში თურქეთიც ჩაება

სავაჭრო ომი DOW JONES-ის ინდექსს ამცირებს


სხვა სიახლეები