• Ƀ/$

სიდნეიდან ლონდონამდე 5 საათში ჩასვლა ჰიპერბგერითი ბოინგით გახდება შესაძლებელი

30 ივნისი 15:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების სურვილმა 115 წლის წინ ადამიანს თვითმფრინავი შეაქმნევინა. მართალია სამივე კომპონენტი ნელ-ნელა იხვეწებოდა, მაგრამ სისწარაფის ნაწილში ბოლო 50 წელიწადში ბევრი არაფერი გაუმჯობესებულა. 

სამხედრო თვითმფრინავებმა ზებგერით სიჩქარეს ჯერ კიდევ 50-იან წლებში მიაღწიეს, მაგრამ იგივე გაჭირდა სამოქალაქო თვითმფრინავებში. ყველაზე ცნობილი სამგზავრო ზებგერითი თვითმფრინავი იყო „კონკორდი“ რომელმაც ბოლოს 2003 წელს იფრინა.


ზებგერითმა სამგზავრო თვითმფრინავმა ჯერჯერობით ვერ გაამართლა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:


1)      მაღალი თვითღირებულება, როგორც ხომალდის ასევე საწვავის ხარჯის, რაც ბილეთის ფასში ავტომატურად აისახება


2)      ხმაური


3)      დატვირთვა. აჩქარებას ყველა ადამიანი ადვილად ვერ უძლებს


სასურველი პროდუქტი უკვე არაკომფორტული და ძვირი ხდება. თუმცა როგორც Boeing-ში და არა მხოლოდ Boeing-ში ირწმუნებიან, ეს არასასიამოვნო პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება.


მიმდინარე წელს დაგეგმილია სინგაპური - ნიუ-იორკის რეისის დანშივნა, რომელიც ყველაზე გრძელი იქნება ავიაციის არსებობის ისტორიაში. 15320 კილომეტრის დაფარვას, სინგაპურის ავიახაზების AIRBUS A350 19 საათს მოანდომებს. მანძილი სიდნეიდან ლონდონამდე 1700 კილომეტრით უფრო მეტია, პროპორციას თუ დავიცავთ დისტანციის დაფარვას 21 საათზე მეტი უნდა დასჭირდეს, თუმცა ეს დრო შესაძლოა 5 საათამდე შემცირდეს.



დღეს ერთი ქალაქიდან მეორეში მოსახვედრად უკეთეს შემთხვევაში (ერთი გადაჯდომა/სავავის ავზის შევსება) 22 საათშია შესაძლებელი. Boeing-ის კონცეპტუალური მოდელი ბგერის სიჩქარეს 5-ჯერ აჭარბებს და მაქსიმალურ 6500 კმ/სთ-ს ავითარებს. თუმცა საშუალო სიჩქარე მხოლოდ 3400 კმ/სთ-ა. მის ფონზე ჩინეთის ჩანაფიქრი ბევრად უფრო ამბიციურად გამოიყურება რომელიც პეკინიდან ლინდონამდე 11000 კმ-ს დაფარვას 2 საათში გულისხმობს.


სამოქალაქო ზებგერითი თვითმფრინავის დაბრუნებას და ჰიპერბგერითის გამოჩენას 20-იან, 30-იან წლებში ელიან.


 


მსგავს თემაზე:


სინგაპურის აეროპორტის ახალი ფუტურისტული ტერმინალი 2019 წელს გაიხსნება


დრონები ეკოლოგიურ გარემოს გააუმჯობესებენ


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების შემდეგ, ჰორიზონტზე ელექტრო თვითმფრინავიც გამოჩნდა


სამოქალაქო თვითმფრინავის მომავალი, როგორი იქნება ის 20 და 50 წლის შემდეგ



სხვა სიახლეები