• Ƀ/$

გერმანიის მთავრობამ Audi-სა და Airbus-ის დრონიტაქსების ტესტირების ნებართვა გასცა

28 ივნისი 14:58, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კომპანია Audi კორპორაცია Airbus-თან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ერთობლივად გამოცდიან ქალაქის მობილურობის ახალი სისტემას Urban Air Mobility.

კომპანიებმა აღნიშნული პროცედურის წარმოებაზე გერმანიის მთავრობის ნებართვა უკე მიიღეს.


პროექტის ფარგლებში, რომელშიც  Audi-სა და Airbus-ის ინჟინრები, ასევე დიზაინერული სააგენტოს Italdesign წარმომადგენლები არიან ჩართული, მფრინავი ავტომობილის Pop.Up შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამ ავტომობილის ბაზაზე ქალაქის კომუნიკაციის ახალი სისტემა შეიქმნება, რომელიც დრონოტაქსის სერვისს გულისხმობს.


Pop.Up-ის მგზავრები სპეციალური კაფსულით შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას, რომელიც ოთხროტორიან აპარატს მიებმება და საცობებს გადააფრინდება.


სხვა სიახლეები