• Ƀ/$

Google-მა სარეკლამო გადაწყვეტების ახალი ბრენდები წარმოადგინა

29 ივნისი 11:36, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Google-ის სარეკლამო პროდუქტების ახალი ხაზი რეკლამის დამკვეთებისა და გამომცემლებისთვის ძველ სერვისებს ჩაანაცვლებს, როგორებიცაა Google AdWords, DoubleClick, Google Analytics 360 და სხვა.

ცვლილებები უკვე ივლისწი შევა ძალაში, რის შემდეგაც რეკლამის დამკვეთები Google-ის ახალ ინსტრუმენტებზე წვდომას მიიღებენ.


Google Ads ჩაანაცვლებს Google AdWords–ს, რომელიც კომპანიამ სისტემაში 18 წლის წინ ჩაუშვა. ახალი ინსტრუმენტი რეკლამის დამკვეთებისათვის შესაძლებლობებს სრულ კრებულს მოიცავს, რომლებიც დღეს Google.com-ზე და კომპანიის სხვა პლატფორმებზსა და პარტნიორ საიტებზეა წარმოდგენილი. ახალი ინსტრუმენტი მარკეტოლოგებს დაეხმარება მილიონობით ადამიანზე წვდომაში, რომლებიც რაღაცას ეძებენ, უყურებენ You Tube–ს, იკვლევენ Google Maps–ს ან Google Play–ს, ან უბრალოდ თავისუფალი ინტერნეტ–სერფინგით არიან დაკავებული.


Google Ads–ში წარმოდგენილია ასევე კამპანიის ახალი ტიპები, რომლებიც სპეციალურად მცირე საწარმოებისთვის შეიმუშავეს – ეს იმათთვის იქნება საინტერესო, ვინც ახლა იწყებს ციფრული მარკეტინგის კამპანიას. მასში Google–ის რობოტული სწავლების ტექნოლოგია გამოიყენება, რომელიც რეკლამის დამკვეთის მხრიდან შედეგების მისაღებად მუდმივ კონტროლს არ საჭიროებს. 10 ივლისს კიდევ უფრო მეტი ტიპის კამპანიები იქნება წარმოდგენილი Google Marketing Live–ზე.


მცირე ბიზნესისთვის Google-მა 2017 წელს წარმოადგინა გამარტივებული სარეკლამო სერვისი AdWords Express. როგორც ჩანს, ის ახლა Google Ads–ის ნაწილი გახდება.


Google Marketing Platform–ის ბრენდის ქვეშ კომპანიამ DoubleClick და Google Analytics 360 გააერთიანა. ეს მარკეტოლოგების მოთხოვნის საპასუხოდ გაკეთდა, რომელთაც რეკლამაზე და ანალიტიკურ ტექნოლოგიებზე პარალელური მუშაობა სურდათ, რათა უკეთ გაეგოთ კლიენტებისთვის და ბიზნეს–შედეგები გაეუმჯობესებინათ. Google Marketing Platform საშუალებას გაძლევთ: დაგეგმოთ კამპანია, გააკეთოთ შესყიდვები, გაზომოთ კამპანია და მისი ოპტიმიზაცია მოახდინოთ – და ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული.


კომპანიამ Display & Video 360–ც დააანონსა, რომელიც DoubleClick Bid Manager, Campaign Manager, Studio და Audience Center ფუნქციება აერთიანებს, კამპანიაზე მუშაობა კრეატიულმა სააგენტოებმა და მედიაჯგუფებმა ერთობლივად შეძლონ. ეს Google Marketing Platform–ის ნაწილი იქნება, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მომდევნო კვირების განმავლობაში გავრცელდება.


სხვა სიახლეები