• Ƀ/$

მაგნიტური ველი - კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა სიცოცხლის არსებობისთვის

7 ივლისი 11:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

დედამიწაზე სასიცოცხლო პირობებს უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს: მზიდან საშუალო დაშორება, ატმოსფერო და მისი შემადგენლობა, წყლის რესურსი... სია არასრულია და ჩამონათვალში მაგნიტური ველის ყოფნა აუცილებლობას წარმოადგენს.

მაგნიტური ველის შესახებ გარკვეული წარმოდგენა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძველ ჩინეთში ჰქონდათ როდესაც კომპასი გამოიგონეს. ევროპელი მოგზაურებისთვის გამოგონების შესახებ ცნობილი მხოლოდ XII საუკუნეში არაბი ვაჭრების მეშვეობით გახდა ცნობილი. XX საუკუნემდე ოკეანეში ნავიგაციისთვის ეს პატარა მოწყობილობა გადამწყვეტ როლს თამაშობდა, თუმცა მაგნიტური ველის მნიშვნელობა ამით არ ამოიწურება.



დედამიწის შიდა ბირთვი, რომელიც ზედაპირიდან 5150 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს და რომლის რადიუსიც 1200 კილომეტრია ნიკელისა და რკინისგან შედგება, ტემპერატურა კი 4000 გრადუსს სცილდება. მაგნიტური ველის არსებობას სწორედ ეს შიდა ბირთვი განაპირობებს, რომლის მნიშვნელობაც უფრო მეტია ვიდრე კომპასის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.



ატმოსფერო უმთავრესი, მაგრამ მაინც არასრულყოფილი ფარია მზის რადიაციისგან დასაცავად. მზე აქტიური ვარსკვლავია რაც  მუდმივ თერმობირთულ რეაქციებს გულისხმობს. რიგ შემთხვევაში ნაწილაკები ზედაპირს სცილდება და კოსმოსში იფანტება. ვარსკვლავური ნაწილაკები სიცოცხლეზე უარყოფით გავლენას ახდენს.


მარსს დღეს ატმოსფერო არ გააჩნია, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. ერთ-ერთი თეორიის თანახმად მის გაქრობაში დამნაშავე მაგნიტური ველია, უფრო სწორედ მისი არარსებობა. დედამიწასთან სიახლოვის მიუხედავად ვენერა სასიცოცხლოდ აბსოლუტურად გამოუსადეგარია, დედამიწაზე 90-ჯერ სქელი ატომსფერო პლანეტას მერკურზე მეტად ახურებს, ვარაუდობენ, რომ მასზე მილიარდ წელზე მეტი ხნით ადრე შესაძლოა წყალი ყოფილიყო, რომელიც წყაბადად და ჟანგბადად მზემ დაშალა, რაშიც მაგნიტური ველის არარსებობა დაეხმარა. იმ შემთხვაშიც კი თუ რამენაირად სიცოცხლე შენარჩუნდებოდა, მაგნიტური ველის გარეშე ბევრ თანამედროვე ელექტრომოწყობილობას გაუჭირდებოდა მუშაობა.


მაგნიტური ველის ეფექტი ჯოგჯერ ვიზუალურადაც შესამჩნევია, რაც პოლარულ ციალში (ავრორა) აისახება. მისი ზუსტი წინასწარმეტყველება შეუძლებელია, თუმცა როგორც წესი უმეტესად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩნდება პოლარულ სარტყელში.



 


მსგავს თემაზე:


გრავიტაციულ ტალღებს 4 მილიონი მზის მასის მქონე შავ ხვრელზე დაკვირვებით შეისწავლიან


ახალი კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დააკვირდება


მსგავს თემაზე:

ჯეიმს ვების ტელესკოპს კოსმოსში 2020 წელს გაუშვებენ


სამყაროს მასშტაბები, სამყარო ბევრად უფრო დიდია დედამიწაზე, ვიდრე დედამიწა მალარიის გადამტან კოღოზე



სხვა სიახლეები