• Ƀ/$

ტექდათვალიერების მეორე ეტაპს სახელმწიფო უწყების ავტომობილები დაექვემდებარება

2 ივლისი 14:09, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ჩექეზიშვილმა რეფორმას შეუქცევადი უწოდა და ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. 

„სახელმწიფოს ვალდებულების საკითხია იმ ნაწილში, რომელზეც ვსაუბრობთ - გარემოს დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ასევე ინფრასტრუქტურის და ხარისხის კონტროლის ნაწილი, კერძოდ, საწვავზე ვსაუბრობ - რომ ეს ყველაფერი გამართული იყოს და რეგლამენტები იყოს წესრიგში და იმ შესაბამისობაში,  რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მივესალმებით თქვენი პროექტის დაწყებას და ვიმედოვნებით, რომ ის იქნება თანამშრომლობაზე დამყარებული“, - აღნიშნა  მინისტრმა. „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.


მეორე ეტაპის ფარგლებში ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.


მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება  ცხელი ხაზის 1484-ის მეშვეობით შეეძლებათ.


 


მსგავს თემაზე:


მართვის მოწმობის ასაღებად ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო 2018 წლის ბოლომდე გახდება


სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა


სხვა სიახლეები