• Ƀ/$

TESLA MODEL 3-ის წარმოებამ კვირაში 5000 ერთეულს მიაღწია

2 ივლისი 18:16, 2018 წელი | ტექნოლოგიები

TESLA-ს დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა კვირას განაცხადა, რომ კომპანია model 3-ის გეგმურ წარმოებაზე გავიდა, რაც კვირაში 5000 ერთეული ავტომობილის გამოშვებას გულისხმობს. 

2003 წელს დაარსებულმა კომპანიამ, რომელიც მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული, პირველი ბიუჯეტური მოდელი TESLA MODEL 3 გასული წლის აგვისტოში გამოუშვა. ბაზარზე მისი 2 მოდიფიკაციაა წარმოდგენილი $35 000-იანი, რომელიც 1 დამუხტვით 350 კილომეტრს გადის და $44 000-იანი 500-კილომეტრიანი რესურსით.


ფასსა და ხარისხზე არავის დაუჩივლია, მაგრამ პრობლემამ წარმოების შეფერხების დროს იჩინა თავი. 2017 წლის მესამე კვარტალში დაგეგმილი 1500 მოდელის ნაცვლად იწარმოვა მხოლოდ 260.


მიმდინარე წლის მაისში შეერთებულ შტატებში 6250  TESLA MODEL 3 გაიყიდა და პირველი ადგილი დაიკავა. ეს რიცხვი 4-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულ NISSAN LEAF-ს - 1576 ერთეული და მესამე ადგილზე გასულ TESLA MODEL S-ს - 1520 ერთეული, რომელსაც მცირედით ჩამორჩება ქროსოვერ TESLA MODEL X-ის გაყიდვებს 1450 ერთეული. ანუ მხოლოდ ერთ თვეში ერთი მწარმოებლის 9220 ელექტრომობილი გაიყიდა. იანვარ-მაისში კი TESLA-მ აშშ-ში 33 350 მოდელის გაყიდვა შეძლო, საიდანაც ნახევარზე მეტი 18 305 MODEL 3-ზე მოდის.


იმის მიუხედავად რომ TESLA ელექტრომობილების ყველაზე ცნობილი მწარმოებელია, ის ყოველ კვარტალს ზარალით ასრულებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ კომპანია შემოსავალს მთლიანად კვლევებში და წარმოების გაფართოებაში აბანდებს.


რაც შეეხება ზოგადად ელექტრომობილების გლობალურ ბაზარს ის ჯერჯერობით გეომეტრიული პროგრესიით განაგრძობს ზრდას. რასაც ხელს ფასების კლება, სუბსიდიები და გაზრდილი შესაძლებლობები უწყობს. ევროპის ქვეყნები 2030 წლისთვის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოება-იმპორტის აკრძალვას გეგმავენ, 2040 წლისთვის კი მის გადაადგილებას. ნორვეგია უფრო რადიკალური აღმოჩნდა. ის 2025 წლისთვის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას გეგმავს. ნორვეგია ერთადერთი ქვეყანაა სადაც ელექტრომობილების გაყიდვებმა 2018 წელს 50%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა.


 


მსგავს თემაზე:


ბრიტანეთში ელექტრომობილის ფლობას წაახალისებენ


BP სწრაფდამტენის წარმოებისთვის $20 მლნ-ს გაიღებს


მასკმა მიწისქვეშა ელექტრობუსების კონცეფცია წარადგინა


მსგავს თემაზე:

"ჯენერალ მოტორსი" "ტესლას" ელექტრომობილების ბაზარზე ეცილება


NISSAN-ში ელექტრომობილების წარმოების გარდამტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევენ


ელექტრომობილების სწრაფ გავრცელებას, შესაბამისი მოდელების ნაკლებობა უშლის ხელს


უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია



სხვა სიახლეები