• Ƀ/$

ყირიმის უკრაინისთვის გადაცემამდე აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის

3 ივლისი 11:11, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

შეერთებული შტატები რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არც კი განიხილავს იმ დრომდე, სანამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია არ დასრულდება. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა გააკეთა. 

შეკითხვები და ეჭვები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ორაზროვანმა განცხადებამ გამოიწვია, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა წინამორბედი ბარაკ ობამა კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსია სწორედ მან დაუშვა. ჟურნალისტის შეკითხვაზე: აღიარებს თუ არა ნახევარკუნძულს რუსეთის ნაწილად? უპასუხა: „ვნახოთ“.


ტრამპისთვის აღნიშნული ბუნდოვანი განცხადება პირველი არ ყოფილა. გაპრეზიდენტებამდე მას რუსეთთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ. არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დათბებოდა, რაც არ მომხდარა, ვაშინგტონს მოსკოვისთვის სანქციები არ მოუხსნია, პირიქით, უფრო გაუფართოვა. სკრიპალის საქმეზე ყველაზე მეტი 60 დიპლომატიც სწორედ აშშ-მა გააძევა. სირიაში ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ ტრამპმა საპასუხო ნაბიჯის პირობა დადო. ტვიტერზე რუსეთს ჭკვიანი რაკეტებისთვის მომზადება ურჩია, შემდეგ განაცხადა, რომ ოპერაცია შეიძლება „არც ისე მალე“ განეხორციელებინა. ბოლოს კი კოალიციურ ძალებთან ერთად მაინც მიიტანა იერიში. როდესაც ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბირთული გამოცდა ჩაატარა, ტრამპი ფხენიანს „ცეცხლითა და მძვინვარებით“ დაემუქრა. მოგვიანებით კიმ ჩენ ინთან სინგაპურში შეხვედრა გამართა, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო.


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკშია დაგეგმილი. ყირიმთან დაკავშირებული განცხადებები სწორედ ამ შეკითხვას უძღოდა წინ.


 


მსგავს თემაზე:


აშშ საგადასახადო რეფორმის მეორე ტალღისთვის ემზადება


ტრამპი მიგრანტთა დეპორტაციას სასამართლოს გვერდის ავლით ითხოვს


პოლონეთი აშშ-ს მუდმივმოქმედი ბაზის სანაცვლოდ მზად არის $2 მლრდ გაიღოს


 


სხვა სიახლეები