• Ƀ/$

გერმანული მხარის დახმარებით საქართველოში ტყეებს აღრიცხავენ

3 ივლისი 12:59, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოში სატყეო ფონდის აღრიცხვა იწყება. ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში გამართულ  შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ტყის ეროვნული აღრიცხვა ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს მოიცავს, მმართველი ორგანოსა და დაცვის სტატუსის მიუხედავად. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ.


საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი  გერმანიის მხარდაჭერით ,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის "ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ხორციელდება.


კოჯრის ტყეში გამართულ სადემონსტრაციო შეხვედრას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი  და სატყეო სექტორით დაინტერესებული სტუდენტები ესწრებოდნენ.


 


მსგავს თემაზე:


დრონს დღე-ღამეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია


გლობალური კონსერვაციის ფონდმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს $250 000-იანი გრანტი გამოუყო


იაპონიაში ხისგან ალკოჰოლური სასმელი მიიღეს


სხვა სიახლეები