• Ƀ/$

AMAZON-ის გრანდიოზული ფასდაკლების აქცია 36 საათი გაგრძელდება

3 ივლისი 22:27, 2018 წელი | კომპანიები

AMAZON-ის მიმდინარე წლის ფასდაკლების Prime Day 16 ივლისს დაიწყება და კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტ ხანს - 36 საათს გაგრძელდება.

Prime Day-ს აქცია 2015 წელს დაიწყო და მომხმარებელთა რაოდენობა აქციის შედეგად მიღებული შემოსავლის პროპორციულად მუდმივად იზრდება. გაყიდული პროდუქციის უმრავლესობა უშაუალოდ AMAZON-ის საკუთრებაა და მის ძირითად სეგმენტს ლოიალური მომხმარებელი წარმოადგენს.


კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წლის ფადასკლების აქცია არამხოლოდ ხანგძლივობით შემოსავლითაც რეკორდული იქნება. პროდუქციის ჩამონათვალი რომელთაც ფასდაკლება შეეხება, გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. შემოსავალმა მსგავსი აქციის შედეგად 2017 წელს $1 მლრდ-ს მიაღწია.


AMAZON ყველაზე დიდი ინტერნეტმაღაზიაა. კომპანია 1994 წელს დაარსდა. მისმა შემოსავალმა 2017 წელს $178 მლრდ-ს მიაღწია. საკუთარი პროდუქციიდან ყველაზე მეტი პოპულარობით ელექტრონული წამკითხავი KINDDLE და ტაბლეტი FIRE სარგებლობს. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა გამოავლინა მისმა ხელოვნურმა დამხმარემ - ALEXA-მ.


კომპანიის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი  პლანეტის უმდიდრესი ადამიანია რომლის ქონებაც $140 მლრდ-ს შეადგენს, რითაც მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეითსს $48 მლრდ-ით უსწრებს. 


 


მსგავს თემაზე:


$1 ტრლნ-იან კაპიტალიზაციას შესაძლოა პირველმა AMAZON-მა მიაღწიოს


ტრამპის ტვიტები AMAZON-ის კაპიტალიზაციას ამცირებს


მსგავს თემაზე:

Amazon-მა ვირტუალური და დამატებითი რეალობის სარკეები დააპატენტა


Amazon-ის პირველი სუპერმარკეტი სალაროების გარეშე


Amazon-მა ოფისში $4 მლრდ გადაიხადა


Amazon-მა Alexa-ს სასტუმროებისთვის განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა



სხვა სიახლეები