• Ƀ/$

ელექტროენერგიის მოხმარებამ 80-იანი წლების პიკურ მაჩვენებელს მიაღწია

4 ივლისი 10:00 | მთავარი

ჰაერის ტემპარატურის მკვეთრი მატების გამო, რომელიც  რამდენიმე დღის განმავლობაში 40 გრადუსის ფარგლებში ნარჩუნდება, ელექტროენერგიის მოხმარებამ პიკს მიაღწია. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) ავრცელებს. 

სსე-ს ცნობით 2 ივლისს 16:00 სთზე ენერგოსისტემის დატვირთვამ 1920 მეგავატს მიაღწია, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის სეზონზე აღარ მომხდარა. 80-იან წლებში კი საქართველოს მოსახლეობა ამჟამინდელს 1.5 მილიონით აღემატებოდა.


მოხმარების მაჩვენებელი გასაული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი, რაც არამხოლოდ ცხელ ზაფხულს ტურისტების რაოდენობის ზრდასაც უკავშირდება. მართალია ტურისტული ნაკადი ზამთრის სეზონზეც იზრდება, მაგრამ რიცხობრივად ზაფხულში ზრდა ბევრად მაღალია. ტურისტების რაოდენობამ ივნისში 400 000-ს მიაღწია, რაც 2017 წლის ივნისის მაჩვენებელს 20.7%-ით აღემატება.


ელექტროენერგიის გაზრდილი საჭიროების დასაკმაყოფილებლად და იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად საქართველოში რამდენიმე დიდი ჰესი, შენდება. მიმდინარე პროექტებიდან ყველაზე მასშტაბურია ნენსკრაჰესი. 2018 წელს იგეგმება ნამახვანეჰესების კასკადის მშენებლობის დაწყებაც.  2019-2020 წლებისთვის დაგეგმილია 230 მგვტ სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის მშენებლობის დასრულებაც.


 


მსგავს თემაზე:


თბილისში ძველი სანათები დიოდურით ჩანაცვლდება


თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება 2018 წლის I კვარტალში 5.2%-ით გაიზარდა


სიახლეები მსგავს თემაზე


სხვა სიახლეები