• Ƀ/$

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა

4 ივლისი 10:31, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

სასტუმრო „ბილტმორში“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა.

ღონისძიებაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.


ლევან დავითაშვილმა დამსწრეებს მიმართა და სააგენტოს ფედერაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამიერიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი იქნება ევროპის საუკეთესო დაცული ტერიტორიების გვერდით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაში ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. ბუნების მოყვარულები უკეთ გაიცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეძლევა საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ფედერაციის სხვა წევრებთან აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა.“ -განაცხადა მინისტრმა.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანება ჩეხეთის საელჩოს, WWF- კავკასიის ოფისს, TJS-ს და KFW-ს მხარდაჭერით განხორციელდა. მასში 36 ქვეყანა და ასობით დაცული ტერიტორიაა გაწევრიანებული.


ღონისძიებაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2 ახალი კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა.


ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


 


მსგავს თემაზე:


დაცული ტერიტორიებით უცხოელი ტურისტების დაინტერესება იზრდება


გლობალური კონსერვაციის ფონდმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს $250 000-იანი გრანტი გამოუყო


გერმანული მხარის დახმარებით საქართველოში ტყეებს აღრიცხავენ


სხვა სიახლეები