• Ƀ/$

თქვენი Gmail-ის წაკითხვა სხვა მომხმარებელსაც შეუძლია – ამას თავად დასთანხმდით

4 ივლისი 10:49, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კომპანიამ Google-მა დაადასტურა, რომ Gmail-ზე პირადი მიმოწერა შეიძლება სხვა მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს, რომლებიც არა მხოლოდ ალგორითმებზე, არამედ ისეთ აპლიკაციებზე მუშაობენ, რომლებიც Gmail-ს ებმება.

მომხმარებლები, რომლებიც თავის ანგარიშებს სხვა აპლიკაციებს უკავშირებენ, თათვად ვერც გაიაზრებენ, ისე აძლევენ პროგრამების შემქმნელებს საკუთარ საფოსტო ყუთზე წვდომას.


ერთ–ერთმა ასეთმა კომპანიამ Wall Street Journal–ს უთხრა, რომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა და ინდუსტრიის „ბინძური საიდუმლოა“.


კორპორაციამ Google ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს პრაქტიკა კომპანიის წესებთან შეუსაბამობაში არ მოდის.


Gmail მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრონული საფოსტო სერვისია, რომელსაც 1,4 მლრდ დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.


Google თავის მომხმარებლებს უფლებას აძლევს, საკუთარ ანგარიშს სხვა აპლიკაციები დაუკავშირონ, მაგალითად, როგორებიცაა ბილეთების შეძენის აპლიკაციები, ან პროდუქტებსა და მომსახურებებზე ფასების შემდარებელი პროგრამები.


ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ეკითხებიან, თანახმა არიან თუ არა, რომ აპლიკაციის შემქმნელებმა თქვენს საფოსტო ყუთზე წვდომა მიიღონ.


Wall Street Journal–ის ცნობით, ზოგ შემთხვევაში მსგავსი თანხმობა ნიშნავს, რომ აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის თანამშრომლებს თქვენს პირად მიმოწერაზე ეძლევათ წვდომა.


პრობლემის გადაჭრა


ელექტრონულ ფოსტას, ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევებში, კომპიუტერული ალგორითმები ასკანერებენ. თუმცა, ეთრდროულად რამდენიმე კომპანიამ აცნობა Wall Street Journal–ს, რომ მათი თანამშრომლები პირადად ეცნობიან ათასობით იმეილს.


კომპანიამ Edison Software Ltd გაზეთს აცნობა, რომ ასობით ადამიანის პირადი მიმოწერა შეისწავლა, ახალი აპლიკაციის შექმნის მიზნით.


სხვა ფირმამ – eDataSource Inc – თქვა, რომ საკუთარი ალგორითმის გაუმჯობესების მიზნით ეცნობოდა მომხმარებელთა პირად ელექტრონულ გზავნილებს.


კომპანიები ამბობენ, რომ მათ არ მიუმართავთ წვდომის მისახებად მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ისინი თავად ავტომატურად აკეთებენ ამას, აპლიკაციის ჩამოტვირთვის მომენტში.


Google ამტკიცებს, რომ პირად მიმოწერაზე წვდომა მხოლოდ კარგად შემოწმებულმა კომპანიებმა მიიღეს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამას თავად მომხმარებლები თანხმდებოდა.


კომპანია თავის მომხმარებლებს ურჩევს, შეთიდნენ Gmail–ის ველში „უსაფრთხოების შემოწმება“, რათა დაინახონ, თუ რომელი აპლიკაციებია დაკავშირებული მათ ანგარიშთან და შეუზღუდონ წვდომა მათ.


სხვა სიახლეები