• Ƀ/$

Bank of America რუსეთს დეფოლტს უწინასწარმეტყველებს

4 ივლისი 14:50, 2018 წელი | ანალიტიკა

Bank of America Corp.-ის პროგნოზით, მსოფლიო 1997-98 წლების მძიმე ეკონომიკური კრიზისის განმეორების მოლოდინშია, რომელიც რუსეთისთვის დეფოლტით დასრულდა.

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.


ანალიტიკოსების მტკიცებით, ამაზე ინდექსების მსგავსი დინამიკა მიანიშნებს. არსებულ ვითარებაში განვითარებადი ქვეყნების ბაზრები მცირდება, მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასი იზრდება, ხოლო აშშ–ის ეკონომიკა მდგრადი ზრდის დემონსტრირებას ახდენს.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მკაცრმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ XX საუკუნის მიწურულს დოლარის გამყარებას შეუწყო ხელი: სამი წლის განმავლობაში ამერიკული ვალუტა 25%–ით გაძვირდა იმ ფონზე, როდესაც განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე ვარდნა შეინიშნებოდა.


Bloomberg წერს, რომ ტაილანდური ვალუტის გაუფასურება 1997 წელს ლოკალურ სავალუტო კრიზისად აღიქვეს, თუმცა ის მალევე გავრცელდა სხვა განვითარებად ბაზრებზე, რომლის კულმინაციაც რუსეთის დეფოლტი გახდა (1998 წელი).


მსოფლიო ფინანსური კრიზისის მოახლოების შესახებ გამაფრთხილებელ განცხადებას მსოფლიო ბანკიც აკეთებდა ივნისის დასაწყისში. ორგანიზაციაში აღნიშნავდნენ, რომ უახლოეს 2 წელიწადში დიდი რყევები მოსავლოდნელი არ არის, თუმცა 2019 წლის შემდეგ ვითარება შეიძლება საგანგაშო გახდეს.


სხვა სიახლეები