• Ƀ/$

NASA ტეხასის ცაზე ზებგერით თვითმფრინავებს გამოცდის

4 ივლისი 15:53, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ტეხასის ცაზე NASA რევოლუციური ზებგერითი უხმო თვითმფრინავის გამოცდას გეგმავს, რითაც თავის ახალ მისიას საჰაერო ნავიგაციაში კიდევ ერთი ნაბიჯით წასწევს წინ.

კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიას საზღვაო კურორტ გალვესტონთან ახლოს გამოცდიან, რათა ყველა დაარწმუნონ, რომ მისი პროტოტიპის ხმა მართლაც თითქმის შეუმჩნეველი იქნება, როდესაც ბგერით ბარიერს გადალახავს.


ისეთი ზებგერითი თვითმფრინავის შექმნა, რომელიც ბგერით დარტყმებს არ წარმოქმნის, ავიაციაში გადატრიალებას მოახდენს. კონკორდს სანამ ხმარებიდან ამოიღებდნენ, გარკვეულ სახმელეთო მარშუტებზე სიჩქარე შეზღუდული ჰქონდა, მისი დამანგრეველი ბგერითი ტალღების გამო.



თუ ნასას ექსპერიმენტული პროექტი შედგება,  რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც X-plane, იგივე "Low-Flight Flight Demonstrator", ბოლო ხანებში კი X-59 QueSST ეწოდა, ეს ზებგერით ფრენებს უფრო ეკონომიურს გახდის.


ნოემბრიდან ნასა გალვესტონის ტერიტორიაზე F/A-18 Hornet-ის რეაქტიულ თვითმფრინავებს გამოიყენებს, რათა X-59-ის ბგერითი მონაცემების პროტოტიპი გააკეთოს. ამ დროს კი 500 სპეციალისტი ხმაურის დონეს აღრიცხავს (მისი არსებობის შემთხვევაში).


NASA–ს წარმომადგენლების თქმით, საცდელი ფრენისთვის გალვესტონი იმიტომ შეირჩა, რომ ის მექსიკის ყურესთან არის ახლოს, ის კი საბრძოლო რეაქტიულ თვითმფრინავებს საშუალებას მისცემს მძლავრი ბგერითი დარტყმები ზღვის გადაღმა გასტყორცნოს, ხოლო „უხმო“ ტალღები ქალაქისკენ მიმართოს.


ბოლო პერიოდში NASA–მ კომპანიასთან Lockheed Martin $247.5 მლნ–იანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ზებგერითი თვითმფრინავი უნდა აშენდეს.



სხვა სიახლეები