• Ƀ/$

რუსების შემოსავლები დენთის კასრზეა – რატომ გავარდება ფასები 2019-ში?

5 ივლისი 10:03, 2018 წელი | ანალიტიკა

რუსეთის მოქალაქეებისთვის 2019 ურთულესი წელი იქნება. ეკონომიკის სამინისტრომ პესიმისტური პროგნოზი დადო: მშპ-ის ზრდა 1,4%, რეალური ხელფასის – 1%-ზე ნაკლები, ინფლაცია კი 4%-ს ასცდება.

რუსული გამოცემის „გაზეტა“ მიერ გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაფერი გაცილებით ცუდად იქნება: 2019 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავლების დონე მინუსში წავა, ბიზნესი განვითარებაზე ფულს დაზოგავს, ხოლო ფასები სოციალურად მნივშნელოვან საქონელზეც გაიზრდება.


რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ გუშინ პირველი მოსმენიც მიღებული ცვლილება, რომელიც დღგ–ის 18–დან 20%–მდე გაზრდას გულისხმობს, საკმაოდ არაერთმნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.


რუსები საყიდლების გარეშე დარჩებიან


2018 პირველი წელი იყო, როდესაც რუსეთის მოქალაქეების შეალურამა შემოსავალმა 4 წლის განმავლობაში პირველად დაიწყო ზრდა.


ეს მაჩვენებელი 2017 წელს 1,7%–ით შემცირდა, 2016 – 5,8%–ით, 2015 – 3,2%–ით, ხოლო 2014–ში – 0,7%–ით.


ამასთან, დღგ–ის დაგეგმილი ზრდის გათვალისწინებით, რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი ამ წლის მიწურულისთვის მხოლოდ გრძელვადიანი სარგებლობის საქონლის შეძენას არჩევს და ეს არ მოხდება მომავალ წელს, მიიჩნევს ბოგდან ზვერიჩი, ფინანსური ანალიტიკოსებისა და რისკ–მენეჯერების გილდიის ვიცე–პრეზიდენტი.


ექპერტების მოლოდინით, 2019 წელს მსხვილი შენაძენებით თავს ძალიან ცოტა რუსი თუ გაიხარებს. მათივე თქმით, მომავალი წლის პირველსავე კვარტალში მოსახლეობის რეალური შემოსავლის მაჩვენებლის ზრდა განულდება და შეიძლება მინუსშიც კი წავიდეს.


მსგავს თემაზე:


მედვედევმა საპენსიო ასაკთან ერთად დღგ-ც გაზარდა


რუსეთში საპენსიო ასაკი გაზარდეს


რუსეთიდან ინვესტორები აშშ-სა და ჩინეთში გარბიან


რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია


ტრილიონის გადინება 30 წელში


იანვარ–თებერვალში რუსეთიდან $10 მლრდ გაიტანეს


რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ 4 თვეში $21 მლრდ–ს მიაღწია


რუსეთიდან მილიარდერების კაპიტალი გარბის


სხვა სიახლეები