• Ƀ/$

ჩინურ პროდუქციაზე აშშ-ის გადასახადები ძალაში შევიდა

6 ივლისი 10:23 | ეკონომიკა

დღეიდან ძალაში შევიდა საჯარიმო გადასახადები, რომლებიც აშშ-მა ჩინეთში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე დააწესა. 25%-იანი საბაჟო გადასახადი ჩინური წარმოების 818 დასახელების პროდუქტზე გავრცელდება, ჯამური ღირებულებით $34 მლრდ.

ახალ გადასახადებს დაექვემდებარება ვტომობილები, თვითმფრინავების კონსტრუქციის ელემენტები და მყარი დისკები.


ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკული გადასახადებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესები ირღვევა და დასძინეს, რომ პეკინი „გარდაუვალი საპასუხო ზომების მისაღებად“ მზად არის.


მანამდე ჩინეთ6ის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 ივლისიდან 659 დასახელების ამერიკულ ნაწარმის იმპორტს 25%–იანი გადასახადით დაბეგრავს. როგორც მოსალოდნელია, ამ ჩამონათვალში მოხვდება სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, მათ შორის სოიო და ღორის ხორცი, ასევე ზღვის პროდუქტები.


აშშ დასაბეგრი პროდუქციის სიას გააფართოვებს


ამასთან, ვაშინგტონი დაბეგვრას დაქვემდებარებული ჩინური პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოებას გეგმავს, რაც დასაბეგრი საქონლის ჯამურ ღირებულებას $16 მლრდ–ით გაზრდის. მანამდე აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს დაემუქრა, რომ ახალი გადასახადებით $200 მლრდ–ის ღირებულების ჩინურ ნაწარმს დაბეგრავს.


გერმანელი ექსპერტი: სავაჭრო ომი გერმანიის ეკონომიკას დაარტყამს


გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის (IW) ხელმძღვანელი მიხაელ ჰიუტერი ნეგატიური შედეგების მოლოდინშია აშშ–ჩინეთის ურთიერთდაბეგვრის გამო. „თუ გერმანიის ორი უმთავრესი პარტნიორი სავაჭრო ომში ჩაებმება, ეს გერმანიის ეკონომიკისთვის უკვალოდ ვერ ჩაივლის“, – განაცხადა ჰიუტერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.


მსგავს თემაზე:


აშშ–ის მიერ ევროპული მანქანების დაბეგვრის საპირისპირო ნაბიჯი ევროკომისიამ ვერ მოიფიქრა


აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ომი დაიწყო


აშშ–ის მიერ ევროპული მანქანების დაბეგვრის საპირისპირო ნაბიჯი ევროკომისიამ ვერ მოიფიქრა


ჩინეთი სავაჭრო ომში თავდაცვით პოზიციაზე უნდა დარჩეს


სხვა სიახლეები