• Ƀ/$

ერდოღანმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

10 ივლისი 09:22 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ახალი მინისტრთა კაბინეტის პერსონალური შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც პირველ მთავრობას დააკომპლექტებენ რესპუბლიკის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ.

სწორედ საპრეზიდენტო მმართველობის წესზე გადასვლის გამო საერთოდ გაუქმდა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა.


თურქეთის ვიცე–პრეზიდენტად ფუატ ოკტაი დასახელდა, რომელიც მანამდე საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტოს ედგა სათავეში. საგარეო საქმეთა მინისტრად მევლუთ ჩავუშოღლუ რჩება.


თავდაცვის მინისტრის თანამდებობას გერენალური შტაბის ყოფილი უფროსი ჰულუსი აკარი დაიკავებს. წინა მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი, ერდოღანის სიძე, ბერათ ალბაირაკი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე გადავა.


თურქეთის მთავრობაში მინისტრების რაოდენობა 21–დან 16–მდე შემცირდა. გაუქმებულ სამინისტროებს შორისაა ევროკავშირის საქმეთა სამინისტრო, რომლის ფუნქციებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიცავსებს.


მსგავს თემაზე:


საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება


საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა გაეროს გენმდივანს ერთობლივი წერილით მიმართეს


სხვა სიახლეები