1973 წელს IBM-ის მიეგ გამოშვებული ვინჩესტერის დისკის დიამეტრი 60 სანტიმეტრს შედაგენდა, ტევადობა კი 5 MB-ს. დღეს არსებული მყარი დისკების მოცულობა თავდაპირველს 200 000-ჯერ ზოგ შემთხვევაში 400 000-ჯერაც აღემატება. შემცირებულია მათი ზომა, და ინფორმაციის წაკითხვა-ჩაწერის სისწრაფე. თუმცა 1 და 2 TB სულაც არ არის ზღვარი. SD Association გეგმავს 128 TB-იანი SD დისკის გამოშვებას. გარდა იმისა რომ მისი ზომა მინიატურულია სულ რამდენიმე მილიმეტრი ტრადიციული HDD-სგან განსხავებით როგორც SSD ასევე SD ბარათების წაკითხვის სისწრაფე და საიმედოობა ბევრად მაღალია. თუმცა ფასი კლების მიუხედავად ისევ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. თუ 1 TB მოცულობის მქონე მყარი დისკი AMAZON-ზე 25-30 დოლარი ღირს, SSD-ს ფასი 200-250 დოლარს აღწევს.
128 TB 30 000-ზე მეტ ჩეულებრივ HD ხარისხის ფილმს დაიტევს, თუმცა დისკი ამ სტანდარტზე აღარ იქნება გათვლილი 4K გარჩევადობის 2 საათიანი ფილმის ზომა 100 GB-ს აღწევს, ასეთი ფილმი ბარათზე 1000-ზე მეტი ჩაიწერება და ადგილი ვირტუალური რეალობის ვიდეობისთვისაც დარჩება. მასზე დაეტევა ასევე კონგრესის მთელი ბიბლიოთეკა - 38 მილიონი წიგნი.
მნიშვნელოვანია ჩაწერა-წაკითხვის სისწრაფეც რომელიც 985 მბ/წმ-მდე იზრდება რაც იმავე 4K გარჩევადობის ფილმის გადაწერის დროს 2 წუთამდე ამცირებს.
მსგავს თემაზე:
INTEL CORE I9 - ყველაზე მძლავრი პროცესორი
ინტერნეტი 1 წუთში - 187 მილიონი გაგზავნილი იმეილი და $862 000-ის ონლაინ ნავაჭრი
ზეადამიანი მეცნიერული ფანტასტიკა თუ ახლო მომავალი?
მსგავს თემაზე:
Amazon მმართველ პერსონალს რობოტებით ანაცვლებს
GOOGLE-ის ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის გარდაცვალების სავარაუდო თარიღის დადგენა შეუძლია