• Ƀ/$

საამიროებში OPEC ტრამპის კრიტიკისგან დაიცვეს

10 ივლისი 14:43 | ეკონომიკა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუჰეილ ალ-მაზრუიმ განაცხადა, რომ ნავთობის გლობალური ბაზრის მხარდასაჭერად OPEC ყველა ღონეს მიმართავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

ამით ალ–მაზრუიმ აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრალდბებებს უპასუხა, რომელმაც OPEC–ს მოუწოდა, გაზარდოს ნავთობმოპოვების მოცულობა და რაც შეიძლება მეტი გააკეთოს ნავთობის ბაზრის დასაბალანსებლად.


„უსამართლობაა იმის თქმა, რომ OPEC თავის როლს არ ასრულებს. არსებობს საკითხები, რომლებიც ჩვენს კონტროლს ვერ ექვემდებარება – გეოპოლიტიკა, ფიქალის ნავთობის მოპოვება და სხვა“, – აღნიშნა ალ–მაზრუიმ.


მისივე თქმით, კარტელი ყოველთვის ითვალისწინებს მსხვილი ნავთობიმპორტიორი ქვეყნების მოთხოვნებს.


„ახლავე დაწიეთ ფასები!“


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ OPEC ნავთობზე ფასის შესანარჩუნებლად „ძალიან ცოტას აკეთებს“. აღნიშნული განცხადება ტრამპმა 5 ივნისს ტვიტერზე გამოაქვეყნა.


„OPEC–ის მონოპოლიას უნდა ახსოვდეს, რომ ნავთობის ფასი იზრდება, რის გამოსასწორებლადაც ისინი ძალიან ცოტას აკეთებენ. და რასაც აკეთებენ, ამით მის ფასს ზრდიან“, – წერდა დონალდ ტრამპი.


ამერიკის პრეზიდენტმა კარტელის მონაწილეებს შეახსენა, რომ აშშ „კაპიკებად იცავს“ OPEC–ის წევრი ბევრი ქვეყნის უსაფრთხოებას.


„ყველაფერი ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს. ახლავე დაწიეთ ფასები!“, – დაწერა აშშ–ის პრეზიდენტმა.


ფიქალის ნავთობით დაინტერესება პიკზეა


ნავთობგიგანტი „ბრითიშ პეტროლიუმი“ (BP), რომელმაც აშშ–ის სახმელეთო ფიქალის ფორმაციებში BHP Billiton–ის აქტივების სანაცვლობ $10 მლრდ–ის გაღებას გეგმავს, მათი შესყიდვის მსურველ გიგანტ კომპანიებს შორის ლიდერობს.


ამის შესახებ სააგენტო როიტერი პროცესებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.


BP–ს განზრახვა მიანიშნებს, რომ კომპანია აშშ–ში ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე უზარმაზარ ფსონს დებს, ენერგორესურსებზე მზარდი ფასების ფონზე.


აუქციონში ისეთი გიგანტებიც მონაწილეობენ, როგორებიცაა Royal Dutch Shell და Chevron Corp.


მსგავს თემაზე:


ტრამპის განცხადებამ შედეგი გამოიღო – ნავთობი მინუსში წავიდა


ტრამპმა OPEC-ს ნავთობზე ფასის დაწევისკენ მოუწოდა


აშშ-ში ფიქალის აქტივებისთვის ბრძოლაში BP ლიდერობს


სხვა სიახლეები