• Ƀ/$

გრენლანდიას 6.5 კმ-ს სიგრძის აისბერგი მოსწყდა

10 ივლისი 15:34 | მედია ბიზნესისთვის - M2B

უჩვეულოდ ცხელ ივნისში, რომელმაც საქართველოში ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარება გამოიწვია, გრენლანდიაში უფრო დიდი პრობლემები შექმნა. უდიდეს კუნძულს უდიდესი აისბერგი მოსწყდა. 

აისბერგის სიგძე 6.5 კილომეტრია რაც ზოგიერთ ანტარქტიდულ აისბერგთან შედარებით ყინულის პატარა ნატხეხია, იმ ფონზე როცა კონტინენტს 4 ლონდონისხელა ყინულის მთაც მოსწყვეტია, მაგრამ ზომა რეკორდულია გრენლანდიის შემთხვევაში. მის ჩამოშლას 30 წუთი დასჭირდა, მკვლევარებმა ფაქტის ვიდეოზე ასახვა მოახერხეს.


გრენლანდია ყველაზე დიდი კუნძულია ფართობი 2.17 მილიონი კვადრატული კილომეტრი. მოსახელობა კი მხოლოდ 60 000. 90% ესკიმოსები. გრენლანდია რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს ყველაზე მეჩხერად დასახლებული იქნებოდა, თუმცა ის დანიის მფლობელობაშია, რის გამოც დანია ევროპის უდიდესი სახელმწიფო გამოდის ფართობის მიხედვით, მაგრამ რადგან ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აუთვისებელია და მოსახეობა უფრო ნაკლებია ვიდრე პატარა ქალაქში დანიაზე საუბრისას კუნძულს როგორც წესი არ ითვალისწინებენ.


ანტარქტიდის შემდეგ ყველაზე დიდი მტკნარი წყლის მარაგი სწორედ გრენლანდიაზეა. გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულის საფარის სრულად გადნობის შემთხვევაში ოკეანის დონე 60 მეტრით აიწევს. ეს პროგნოზი მხოლოდ თეორიულ დაშვებას ეფუძნება, მაგრამ გლობალური დათბობა და ყინულის დნობის დაჩქარება უკვე დიდი ხანია ფაქტადაა აღიარებული და არა მოსაზრებად.


 


მსგავს თემაზე:


ანტარქტიდაზე ბოლო 25 წელიწადში 3 ტრილიონი ტონა ყინული გადნა და ამდენივე აისბერგის სახით მოსწყდა


ანტარქტიდაზე რეკორდულად დაბალი, -98 გრადუსი დააფიქსირეს


ზოგიერთი გაზომვით ევერესტი ყველაზე მაღალი მწვერვალი არაა


სხვა სიახლეები